არზა ვახანის ციხეში მდგომი ყმებისა ერეკლე II-ისადმი, მოუსავლიანობის და სიღარიბის გამო სურსათის ბეგარისგან გათავისუფლებისა და სხვა ნაყოფიერ მიწაზე დასახლების შესახებ
წერილი ერეკლე II-ისა თოვანქჩი აღასი ზაალის და ნაიბეშიკაღასბაშ ქაიხოსრო [ორბელიანებისადმი], თავრიზიდან მოსული ჩაფრის და ბაბა ხანის ქოჩების მეფესთან გაგზავნის შესახებ
არზა ზურაბ გოსტაშაბიშვილისა, ყმის დაბრუნების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ სულხანისადმი, მთხოვნელისთვის ყმის დაბრუნების და ხელშეუხებლობის შესახებ
არზა ტყვეობიდან დაბრუნებულ მგელია სომხიშვილისა, წართმეული საქონლის დაბრუნების თაობაზე.
ოქმი ერეკლე II-ის პაპუა თუმანიშვილისადმი, მგელიასთვის უსამართლოდ წართმეული კამეჩების დაბრუნების შესახებ
არზა ბანდა პაატასი, წართმეული მეაქლემეს შვილის დაბრუნების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა, მომჩივანის სასამართლოში მიყვანისა და მეფის თანდასწრებით საქმის გარჩევის შესახებ
არზა ზაალ დავითიშვილისა, თეიმურაზ ციციშვილის მიერ ვალის გამო უსამართლოდ წართმეული ქონების დაბრუნების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ის იასაულ ციციშვილისადმი, ქონების ნაწილის ვალში გადახდის და დანარჩენის პატრონისთვის დაბრუნების შესახებ
არზა ბეჟან თუმანიშვილის, თუშიშვილის მიერ სადავო ყმა-მამულზე ტყუილი დაფიცების გამო საქმის თავიდან გარჩევის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ის ეშიკაღასბაშ დიმიტრისადმი, მომჩივნების სამეფო სასამართლოში მიყვანის შესახებ
განაჩენი ერეკლე II-ისა, ნოდარ ციციშვილის მიერ უკანონოდ გაყიდული მღვდლის პეტრე ინანისშვილის ეკლესიაში დაბრუნების და მყიდველისთვის ფულის დაბრუნების შესახებ
არზა სურამელი ურია მამულა ბერიკაშვილისა, გორგასალ ჩხეიძის მიერ ვალის გადაუხდელობის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა მდივანბეგებისადმი, საქმის გარჩევის და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების შესახებ
ბრძანება ერეკლე II-ისა პაპუა ელიზბარისშვილისადმი, უდიერად მოპყრობის გამო თუმანიშვილების მამულიდან ყმების გაქცევის შემთხვევაში თუმანიშვილების მკაცრად დასჯის შესახებ
არზა დეკანოზ ნიკოლოზის, ხერხეულიძის მიერ დვანში მცხოვრები ყმის უკანონოდ გაყიდვის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა რევაზ ამილახორისადმი, საქმის სამართლიანად გამოძიების და გარიგების შესახებ
ბრძანება ერეკლე II-ისა დიღმის მამასახლის დავითისადმი, ლეკების ტყვეობიდან დახსნილი დიღმელი გიორგი გეგელისშვილის ქალაქში დატოვების და დიღმელებისგან ხელშეუხებლობის შესახებ
არზა მარტყოფელ მღვდელ იოვანესი, ამავე სოფელში მდებარე თავისი მამულის გასხვისების ნებართვის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა მარტყოფის მოურავისადმი, მღვდლისათვის მამულის გასხვისების ნებართვის მიცემის შესახებ
არზა მოქალაქე ოსეფა სტეფანასშვილის მეუღლისა, ვალების გადასახდელად ოსეფას მამისეული სახლის გაყიდვის ნებართვის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა მიშკარბაშისადმი, საქმის საფუძვლიანად გამოძიების და უცხოეთში წასული ქმრის დაბრუნებამდე მეუღლის მევალეებისგან დაცვის შესახებ
არზა ჯიმითელებისა კათალიკოსი ანტონ I-ისადმი, ჯიმითის და მიმდებარე მთის უსამართლოდ დარღვეული საზღვრების დადგენის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ის ჯიმითელებისადმი, სოფლის და მთის უკვე დადგენილი მიჯნების ხელშეუხებლობის და დროებით მთის საზღვრებზე დავის გადადების შესახებ
ბრძანება ერეკლე II-ისა ვახუშტი ჯავახიშვილისადმი,ნუსხაში ჩამოთვლილი ოთხი ყმიდან ერთი ყმის მისთვის ბოძების და დანარჩენი სამის ფარეშთუხუცეს გივი [ციციშვილისთვის] მიბარების შესახებ
არზა ბერი იმნაძის სახასო ყმობის განახლების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ის იმნაძისადმი, მეფე როსტომის წყალობის წიგნის თანახმად მისი სახასო ყმად დატოვების და ხელშეუხებლობის შესახებ
ოქმი თეიმურაზ II-ის და ერეკლე II-ისა დარბაზბატონ ნაიბეშიკაღასბაშ ზაალ ყაფლანიშვილისადმი, საქართველოში ჩამოსახლებული ნახჩევანელი მხატვრის ცოლ-შვილის საქართველოში გამოგზავნის შესახებ
არზა ზაქარია ბიჭიკაშვილისა, დაჭრილი ლეკის მკურნალობის და ქრისტიანი ყმის ტყვეობიდან გამოხსნის ხარჯების თეიმურაზ ჯავახიშვილთან თანაბრად განაწილების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ყორიასაულბაშ ზაზასადმი, საჩივრის სასამართლოში გარჩევის შესახებ
არზა ხოვლელი ყმებისა, წყლის მიწოდების რაოდენობის გაზრდის და ბეგარის მხოლოდ თეიმურაზ II-ის განაჩენის მიხედვით გადახდის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ის მოხელეებისადმი, მეფე თეიმურაზ II-ის მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულების შესახებ
არზა ჰახვერდი ბეგისა, დმანისში ჩამოსახლებული საეკლესიო ყმის ყარდაშა მელიქის შვილის სადავო ყმობის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა მდივანბეგებისადმი, საჩივრის სამართლინად გამოძიების შესახებ
ახლავს 30 ოქტომბერს მდივანბეგების მიერ გამოტანილი განაჩენი, დამტკიცებული ერეკლე II-ის მიერ ყმის ეკლესიისთვის მიკუთვნების შესახებ
ოქმი-წერილი ერეკლე II-ისა სამშობლოდან გადახვეწილ ზაალ ყაფლანიშვილისადმი. დაბრუნების შემთხვევაში ხელშეუხებლობის და მისი სადავო საქმის სამართლიანი გამოძიების შესახებ
არზა იოვანე თაქთაქისშვილისა, განაჩენით დადგენილი სისხლის ნაწილის გადაუხდელობის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა იასაულების: ერეკლე და შიოშისადმის, იოთამიშვილების მიერ მომჩივანისთვის დაკისრებული სისხლის სრულად გადახდის შესახებ
არზა ყაიყულელებისა, ტყვეობიდან დაბრუნებული აზატას სადავო ყმობის საქმეზე
ოქმი ერეკლე II-ისა, უკვე გამოტანილი განაჩენის ძალით აზატას ისევ ზაალ ყაფლანიშვილისთვის მიკუთვნების შესახებ
არზა ზაალ ყაფლანიშვილისა, დავით თურქისტანიშვილის მიერ მისი კუთვნილი ყმების უნებართვოდ გაყიდვის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ის მოსამართლეებისადმი, საქმის სამართლიანად გამოძიების შესახებ
არზა იტრიაში მცხოვრები ზურაბ კობალაძისა, ზალიკო ორჯონიკიძის მიერ შვილიანი ქვრივის წართმევის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ყორიასაულბაშ ზაზასადმი, სასამართლოში საქმის გარჩევის შესახებ
არზა წმიდა ევსტათის დეკანოზ სვიმონის, ქვემო ნიქოზში მცხოვრები საეკლესიო ყმების გადასახადებისგან გათავისუფლების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ის, საეკლესიო ყმების ხელშეუხებლობის შესახებ
არზა აზნაურ თამაზ ტატიშვილისა, თავისი შვილის რომელიმე ბატონიშვილთან ყულუხჩათ დაყენების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა, მთხოვნელის შვილის მეფის კარზე მიყვანის შესახებ
არზა დავით და ზაალ დავითაშვილებისა, უსამართლოდ წართმეული ყმა-მამულის დაბრუნების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა დავითაშვილებისადმი, მათი თანდასწრებით საჩივრის სასამართლოში გარჩევის შესახებ
არზა სოფელ ვაჩნაძიანის მოსახლეობისა, მათ კუთვნილ მთაში უსამართლოდ დაკავებული მეღორეებისთვის წართმეული ღორების საფასურის ანაზღაურების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ქიზიყის მოურავ პაპუასადმი, საქმის ადგილზე გადაწყვეტის ან საჩივრის მეფის კარზე გარჩევის შესახებ
ოქმი ერეკლე II-ისა მესტუმრისა და მილახვარბაშ ნიკოლოზ აბაშიძისადმი დაკარგულ დათუა ცალქალამანიძის მოძებნის და დახსნისთვის საჭირო თანხის რაოდენობის დადგენის შესახებ
არზა სოლომონ აბაზაძისა, იასე დიასამიძის მიერ წართმეული ყმების დაბრუნების და სურამში დასახლების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა სურამის აზნაურიშვილებისადმი, მოწმეთა ჩვენების საფუძველზე სიმართლის დადგენის შესახებ
არზა ბანდა სახლთუხუცეს გრიგოლ ჩოლოყაშვილისა, სადავო ყმის წართმევის მცდელობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა მდივანბეგებისადმი, სიმართლის დადგენის შემთხვევაში მომჩივანისთვის ყმის დაბრუნების შესახებ
არზა იოანე ბარამისშვილისა, ყულარაღასის მიერ წართმეული ყმის დაბრუნების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა იასაულ გიო ავალიშვილისადმი, ბარამაშვილისთვის ორი კომლი ყმის მიცემის შესახებ
არზა სარდალ ალექსანდრე ციციშვილისა, დოესში მცხოვრები ყმების მისთვის მიკუთვნების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ის ვახუშტი ჯავახიშვილისადმი, ყმების აღრიცხვისა და ციციშვილებს შორის სამართლიანად განაწილების შესახებ
არზა ამირაღაანთ თამაზ დავითას შვილისა, ტყვეობიდან ორჯერ დახსნილი ყმის ყოფილი მებატონისგან გამოსყიდვის და გორში დასახლების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ბეჟან სააკაძისადმი, ყმის აყრისა და თამაზისთვის მიბარების შესახებ
არზა ტყვეობიდან დაბრუნებულ ავჭალელ ქიტესა ჯაბიასშვილისა, ახალი კანონის საფუძველზე მებატონის არჩევის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა მსაჯულისადმი, განწესების შესაბამისად მომჩივანის დაკმაყოფილების შესახებ
არზა ზურაბ გოსტაშაბიშვილისა, ქიზიყიდან კისისხევში ჩამოყვანილი ხიზნების მის მამულში დასახლების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ გარსევანისადმი, ზურაბისთვის ხიზნების მიკუთვნების შესახებ
არზა ენისელთ მოურავის შვილ ქაიხოსროს რძალ თალალასი, ძმის მიერ ნაჩუქარი ყმის წართმევის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ გარსევანისადმი, წართმეული ყმის პატრონისთვის დაბრუნების შესახებ
არზა მემაშიე ფარსადან მიღილაშვილის ქვრივისა, მისი ოჯახის წისქვილისა და ვენახის შემოსავლის მეზობლის მიერ მითვისების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა სურამის მოურავ [მურვანიშვილისადმი], საჩივრის გარიგების და ქვრივ-ობლებისთვის სარჩოს შენარჩუნების შესახებ
არზა ალამდარ ბაღათარ ტატიშვილისა, აბაშიძის და ფალავანდიშვილის მიერ წართმეული ყმების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ფალავანდიშვილების და ატოცელებისადმი, საჩივარზე სიმართლის დადგენისთვის საქმის ფიცით გარჩევის შესახებ
არზა სარდალ რევაზ ამილახვრისა, ქაიხოსრო აბაშიძის მიერ სოფელ ცხრამუხაში პურეულის მოსავლის წართმევის მცდელობაზე
ოქმი ერეკლე II-ის, აბაშიძის მიერ აღებული ასოცი კოდი პურის რევაზისთვის დაბრუნებისა და ცხრამუხის ხელშეუხებლობის შესახებ
ოქმი ერეკლე II-ისა საამირეჯიბოს ყმებისადმი, თავისიანების ტყვეობიდან დახსნის სანაცვლოდ, სამასპინძლოს, სურსათისა და ლაშქრობის გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ
არზა იოსებ გლურჯიძისა, მოლარეთუხუცეს ელიზბარის ცხენის ქურდებისთვის ქურდობის შვიდეულის გადახდის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ყორიასაულბაშ ზაზასადმი, მომჩივანის და დამნაშავეების სასამართლოში მიყვანის და მდივანბეგების მიერ საქმის ხელმეორედ გამოძიების შესახებ
არზა ადამ ყარაგოზისშვილისა, არაგვის მოურავის მიერ იასაულის ძალით წართმეული ყმის დაბრუნების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ის არაგვის მოურავ ქაიხოსროსადმი, ადამისთვის ყმის დაბრუნების შესახებ
არზა შიოშ საყვარელიძის, მდივანბეგ ზაზა ციციშვილის მიერ მისი ძმის დაჭრის საქმის გამოძიების დაჩქარების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა რევაზ ამილახორისადმი, ამ ,,დაგრეხილი“ საქმის გულდასმით გამოძიების და გარიგების შესახებ
არზა ათი წლის გოგია თუმანიშვილისა, გარდაცვლილი მამის კუთვნილი კულუხისა და ღალის მიღების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა, გოგია თუმანიშვილისთვის მამის კუთვნილი შემოსავლის სრულად მიცემის შესახებ
არზა საჯავახიანოს ყმების, ბატონის მიერ ზედმეტი გადასახადების მოთხოვნის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ჯავახიშვილებისადმი, ყმებისგან მხოლოდ დაწესებული გადასახის გამორთმევის შესახებ
არზა დიმიტრი ყაფლანიშვილის, ერისთავების მიერ დაწიოკებული სეთა გერიძის სხვა ადგილზე დასახლების თაობაზე.
ოქმი ერეკლე II-ისა გიორგი ერისთავისადმი, ხსენებული ყმის ხელშეუხებლობის და თხოვნის დაკმაყოფილების შესახებ
არზა აივაზალუში მცხოვრები მოსახლეობის, შულავერელების მიერ რუს დაბინძურებისა და ბოგირის დანგრევის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა იასაულ გოგიასადმი, შულავერელების მიერ რუს გაწმენდისა და რუზე ორი ბოგირის გაკეთების შესახებ
არზა თავად ზაალისა, მისგან გაქცეული რამაზასშვილის დაბრუნების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა სახლთუხუცეს გრიგოლისადმი, საჩივრის სასამართლოში გარჩევის შესახებ
არზა ზაალ დავითიშვილის, შიხინაშვილის მიერ წართმეული ყმის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა რევაზ ამილახორისადმი, მომჩივანისთვის კუთვნილი ყმის დაბრუნების შესახებ
არზა ზაალ დავითიშვილისა, ფალვენიშვილების მიერ უსამართლოდ წართმეული მამულის დაბრუნების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ დიმიტრისადმი, საქმის გასარჩევად მომჩივანების სასამართლოში დაბარების შესახებ
არზა ბერძენა ჭოჭყიაშვილისა, იოსებ გლურჯიძის მიერ უსამართლოდ წართმეული ქონების და ცოლ-შვილის დაწიოკების შესახებ
ოქმი ერეკლე II-ისა მსაჯულებისადმი, საჩივრის სამართლიანად გარჩევის შესახებ
არზა ქაიხოსრო ხერხეულიძისა, თეიმურაზ ჯავახიშვილის მიერ წართმეული ობოლი ბიჭის დაბრუნების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა თეიმურაზ ჯავახიშვილისადმი, ბიჭის პატრონისთვის დაბრუნების შესახებ
არზა სვიმონ ამირეჯიბისა, ბიძინა ფალვენიშვილისგან ნაყიდი და შემდეგ წართმეული ყმის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ დემეტრესადმი, იასაულის დახმარებით ამირეჯიბისთვის ყმის დაბრუნების შესახებ
არზა გოგია გერმანოზისშვილის, გამდელის მიერ ორი საკომლო მამულის უნებართვოდ გაყიდვის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ დიმიტრისადმი, ნასყიდობის წიგნებით მომჩივნების სასამართლოში მიყვანისა და საქმის სამართლიანად გარჩევის შესახებ
არზა გიორგი დარჩიაშვილის ქვრივისა,ახალმოსახლეობის გამო მოსავლის აღებამდე ბეგარისაგან გათავისუფლების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ველისციხის მოურავ სიმონისადმი, ქვრივის ორი წლით გადასახადებისგან გათავისუფლევის შესახებ
არზა დიდებაშვილების/დიდებაანთის სახასო ყმობის საქმეზე
ოქმები ერეკლე II-ისა და ბატონიშვილ ლეონისა, საქმის გარჩევამდე დიდებაშვილების ძველ მებატონე ადამ ყარანგოზიშვილთან დატოვების შესახებ
არზა დიმიტრი და როინ ჯავახიშვილებისა, მამის მიერ მათი საერთო ყმა-მამულის უნებართვოდ გაყიდვისა და დაგირავების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა მოხელეებისადმი, ჯავახიშვილების მამულის გაყიდვის აკრძალვისა და გაყიდული მამულის დაბრუნების შესახებ
არზა ჭიაურთ მოურავ ომანის და თიანეთის მოურავ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილების, მამულში გამავალი წყლის დავაზე
ოქმი ერეკლე II-ისა მომჩივნებისადმი, კანონის გათვალისწინებით მათ მიწაზე მდებარე წყლის ხელშეუხებლობის შესახებ
არზა გიორგი და ღთისია პანპალაშვილებისა, ერისთავების მიერ დაწიოკებისა და ქონების წართმევის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ყორიასაულბაშ ზაზასადმი, სასამართლოში საქმის სამართლიანად გამოძიების და განაჩენის გამოტანის შესახებ
არზა მოურავ ქაიხოსროსი, ვეფხისციხელი ყმის მსახურად მიცემისა და სოფელში ნაცვლის დანიშვნის თაობაზე
ოქმი II-ისა მოურავ ქაიხოსროსადმი, მსახურის წყალობის და სოფელში ნაცვლის დანიშვნის შესახებ
არზა პაატა ქარუმიძისა, ახლად გაშენებულ სოფელში დასახლებული ყმების რამდენიმე წლით ღალის გადასახადისგან გათავისუფლების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ახალმოსახლე ყმების ერთი წლით ღალის გადასახადისაგან გათავისუფლების შესახებ
განაჩენი მდივანბეგებისა მდივან სულხანის და იბრეიმ ბეგისშვილის სადავო წყლის ვახტანგ VI-ის კანონის მიხედვით განაწილების შესახებ, დამტკიცებული ერეკლე II-ის მიერ
არზა ზაზა დეკანოზისშვილისა, ანაგის მთაში მდებარე საწისქვილო ადგილის ბეჟან ვარამაშვილის მიერ წართმევის მცდელობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ბეჟან ვარამაშვილისადმი, საწისქვილოს ზაზასთვის დანებების და ხელშეუხებლობის შესახებ
ბრძანება ერეკლე II-ისა იასაულების: გლახა თარხნიშვილის და იოსებ გლურჯიძისადმი, ხიდისთავის იასაულის მიერ ქართლის სოფლებიდან სამუშაოდ ხალხის გამოყვანის შესახებ
ოქმი ერეკლე II-ისა სურამის მოურავ იესე მურვანიშვილისადმი, ჩხეიძის ბუშის ზაალის მიერ ახალციხიდან ჩამოყვანილი ტყვე მოახლის ქალაქში ქართველ კაცზე გათხოვების შესახებ
არზა საბატონიშვილო ყმა ზაალ საყვარელიძის, მამუკა უნაძის მიერ სამოსახლო ადგილის წართმევის მცდელობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა მამუკა უნაძისადმი მომჩივანთან მორიგების შესახებ
არზა ზაალ დავითისშვილისა, გარდაცვლილი გლახა ჭავჭავაძის ქვრივ-ობლების მისთვის მიკუთვნების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა გიორგი და იულონ ბატონიშვილებისადმი, ზაალისთვის ქვრივ-ობლების მიბარების შეასახებ
არზა გიორგი ციცისშვილისა, მამამისის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კემუხტაშვილის სასწრაფოდ დაკავების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ქალაქის სარდალ-მოურავ დავითისადმი, სასამართლოში საქმის გარჩევამდე კემუხტაშვილის დაკავების შესახებ
არზა იოსებ გლურჯიძისა, ყორიასაულბაშ ზაზას მიერ ოჯახის აწიოკების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ ზაალისადმი, მსაჯულთა მიერ სასამართლოში საქმის სამართლიანად გარჩევის შესახებ
ოქმი ერეკლე II-ისა მოქალაქე სტეფანე ფოღოაშვილისადმი, სტამბოლიდან საქართველოში მომავალი ფრანგი ექიმის გზაზე დახვედრის და მშვიდობიანად ჩამოყვანის შესახებ
ოქმი ერეკლე II-ისა თეიმურაზ ჯავახიშვილისადმი, აპრილისა და ოქტომბრის მორიგეების შეკრების და ბეჟან ამილახვრისშვილის მორიგეებთან ერთად ლილოში, ლოჭინსა და ხაშმში ყარაულებად დაყენების შესახებ
არზა ივანე ელყანაშვილისა, აჩაბეთში მდებარე საღალე მიწის წყალობის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ცხინვალის მამასახლისისადმი, ივანესთვის ერთი დღის სახასო მიწის მიცემის შესახებ
არზა წმიდა ევსტათეს ყმა შიო ხახანაშვილისა, დეკანოზ სვიმონის მიერ ტყუილი ცილისწამების დაბრალების თაობაზე.
ოქმი ერეკლე II-ისა დეკანოზ სვიმონისადმი, საეკლესიო ყმის შიოს ხელშეუხებლობის და დეკანოზის მიერ სასულიერო პირის შესაფერისად მოქცევის შესახებ
არზა თამაზ ბებურიშვილისა, ნიკოლოზ ფურცელაძის მიერ სომეხი ყმის მითვისების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა, [ეშიკაღასბაშ] რევაზისადმი, თამაზისთვის ყმის დაბრუნების შესახებ
არზა ხიზან თამაზ ქურცაძისა, შინდისელი თავყელიშვილის მიერ მისი აკლებისა და საქონლის წართმევის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა იასაულ ავთანდილ ხერხეულიძისადმი, მომჩივანისთვის წართმეული საქონლის დაბრუნების შესახებ
არზა ზაალ გურამიშვილის, ტერტერაშვილის სადავო ყმობის თაობაზე.
ოქმი ერეკლე II-ისა მსაჯულებისადმი, მომჩივნების სასამართლოში დაბარების და საქმის გარჩევის შესახებ
არზა ზაალ გურამიშვილის, მისგან მიქელისშვილის გაქცევის მცდელობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა მიქელისშვილისადმი, ბატონთან შერიგების ან ბატონთან ერთად სასამართლოში გამოცხადების შესახებ
ახლავს 1780 წ. 11 თებერვლის ბრძანება ერეკლე II-ის მსაჯულებისადმი საქმის სამართლიანად გარჩევის და განაჩენის გამოტანის შესახებ
საფიცრის და პირობის წიგნი ერეკლე II-ისა ქსნისხევის მოსახლეობისადმი, ქსნის ერისთავების მოღალატეობის გამო ერისთავებისთვის საერისთავოს ჩამორთმევის და მოსახლეობის სახასო ყმებად გამოცხადების შესახებ
საფიცრის და წყალობის წიგნი ერეკლე II-ისა პატარა ლიახვის ხეობის მოსახლეობისადმი, მოღალატე ქსნის ერისთავებისგან მათი დახსნის და სახასო ყმებად გამოცხადების შესახებ
არზა აიდემურ ბებურიშვილის, ლომისციხისა და კუჭატანის მშენებლობზე მომუშავე გაქცეული სომეხი ყმებისდაბრუნების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ის ეშიკაღასბაშ დიმიტრისადმი, ყმების აყრისა და ადგილზე დაბრუნების შესახებ
არზა წმიდა ევსტატეს ეკლესიის კანდელაკის მახარებელი ელისაბედაშვილისა, მამუკა თარხნიშვილის მიერ მისი ყმად მითვისების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ყორიასაულბაშ ზაზასადმი, საეკლესიო ყმის ხელშეუხებლობის შესახებ
არზა პაატა ციციშვილისა, უსახსრობის გამო თავისი ორი ყმის გამოსაღებისგან გათავისუფლების თაობაზე გარდა მორიგეობისა
ოქმი ერეკლე II-ის, მომჩივანის შემოსავლის დადგენის და სიმართლის შემთხვევაში თხოვნის დაკმაყოფილების შესახებ
ბრძანება ერეკლე II-ისა იასაულ როსტომ ფალავანდიშვილისადმი, ქართლის სოფლებში ,,კუდიანი“ დედაკაცების მოძიების და ავადმყოფ ქაიხოსრო საყვარელიძის სამკურნალოდ გაგზავნის შესახებ
არზა თევდორე ხახანაშვილისა, შესყიდული ვენახის ნასყიდობის წიგნის დროზე მიცემის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა იასაულ გოგია თუხარელისადმი, მომჩივანისთვის ნასყიდობის სიგელის მიცემის და ვენახის ხელშეუხებლობის შესახებ
არზა ქალაქის მოურავ დავითისა, ლეკიანობის დროს ნიქოზელი დავითისთვის დროებით მიბარებული ორი კომლი ყმის დაბრუნების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ნიქოზელი დავითისადმი, ქალაქის მოურავისთვის ყმების დაბრუნების შესახებ
ოქმი ერეკლე II-ისა იასაულ მანუჩარ ციციშვილისადმი, დავით ამირეჯიბისთვის იმერეთიდან გადმოყვანილი ყმებისგან აღებული მოსავლიდან საჭირნახულოს მიცემის და დანარჩენი მოსავლის ყმებს შორის განაწილების შესახებ
არზა ზაალ ყაფლანიშვილისა, ზაზა გოსტაშაბიშვილის მიერ განაჩენის დამალვის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა გლახა ციციშვილისამი, სამეფო სასამართლოში ზაზა გოსტაშაბიშვილის მიერ განაჩენის მიტანის შესახებ
ბრძანება ერეკლე II-ისა მდივან [იოსებისადმი], მდივანბეგ თეიმურაზის დის თინათინისათვის წელიწადში ხუთი თუმანი ჯამაგირის და სურსათის წყალობის წიგნის განახლების შესახებ
არზა პაატა ციციშვილისა, სახლიკაც ივანე ციციშვილის მიერ მისი შევიწროების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ბატონიშვილ გიორგისადმი, ქალაქის მოურავის და მდივანბეგების თანდასწრებით საჩივრის განხილვის შესახებ
არზა მღვდელ ნიკოლოზ მირზაშვილისა, სახლიკაცების მიერ ყმების დარბევის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ბატონიშვილების: ალმასხან და მირიანისადმი, ნიკოლოზის ყმებზე ყადაღის დადების და ხელშეუხებლობის შესახებ
არზა პაატა ციციშვილისა, მეფის მიერ ნაბოძები მძოვრეთის სამღებროს, ბიძაშვილ ივანე ციციშვილის მიერ წართმევის მცდელობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა, პაატას სამღებროს ხელშეუხებლობის შესახებ
ოქმი ერეკლე II-ისა სახასო ძრამაგელებისადმი, მათი ქართლში თავისუფალი გადაადგილების ნებართვის მიცემის და ექვსი წლის ასანაზღაურებელი ბეგარის გადახდის დაწყების შესახებ
წერილი ერეკლე II-ისა დავით გარეჯის წინამძღვარ თომასადმი, ,,შეშინებულების წამლად“ რძლის საფლავიდან მიწის ამოღების და სასწრაფოდ მეფესთან გაგზავნის შესახებ
არზა მღვდელი ონოფრესი, ზაალ დავითისშვილის მიერ მისი მფარველობის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ის ზაალ დავითისშვილისადმი, მეფის მიერ გაცემული ოქმის საფუძველზე ონოფრეს ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის შესახებ
არზა უზბაშ გოგია და ზურაბ ფალავანდიშვილებისა, წილის ბარათით ნარგები მამულის ბოძების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ის ზაალ დავითიშვილის და ავთანდილ ხერხეულიძისადმი, ფალავანდიშვილებისთვის მამისეული ყმა-მამულის მიცემის შესახებ
არზა ნაცვალ თომა და პაატა მეღვინეთუხუცისშვილებისა, მოურავის მიერ ყმების დაბრუნების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ის მსაჯულებისადმი, ეშიკაღასბაშ დიმიტრის მიერ სასამართლოში მომჩივნებისა და მოურავის მიყვანის შესახებ
ბრძანება ერეკლე II-ისა ხალვათხანის ეშიკაღასბაშ პეტრე ავალიშვილისადმი, თომა მეღვინეთხუციშვილისთვის სამართლით მიკუთვნებული ორი ყმის მიცემისა და მათი ხიდისთავში დასახლების შესახებ
არზა გოგია და ზურაბ ფალავანდიშვილებისა, ტყვეობიდან მოსული ნათათრალი ყმის გადასახადებისგან გათავისუფლების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ის მდივან იოსებისადმი, ფალავანდიშვილების თხოვნის დაკმაყოფილების შესახებ
არზა მჭედელ ბეჟანისა, ყორიასაულბაშ ზაზას გარდაცვალების გამო ოჯახის მიერ მისთვის ვალის გადახდის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა მსაჯულებისადმი, სასამართლოში საქმის გარჩევის და ყორიასაულბაშის შვილის მიერ ხელწერილით ვალის სასწრაფოდ დაბრუნების შესახებ
არზა პაატა ციცისშვილისა, სახლიკაც ივანე ციცისშვილის მიერ ხაბაზის წართმევის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა, პაატა და ივანე ციცისშვილების სასამართლოში დაბარების შესახებ
არზა ფრიდონაშვილის ქვრივისა, ქმრის ნათესავების მიერ სახლის წართმევის მცდელობის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა, მომჩივანის და [ბებურიშვილის] შვილების სასამართლოში დაბარების და საქმის სამართლიანად გარჩევის შესახებ
არზა ლუარსაბ ონანასშვილის დედის შირინასი, წართმეული ქონების დაბრუნების შესახებ
ოქმი ერეკლე II-ისა მსაჯულებისადმი, საჩივრის სამართლიანად გარჩევის შესახებ
არზა ზაალ დავითიშვილის, ბიძაშვილ ელიზბარისგან შევიწროვების თაობაზე.
ოქმი ერეკლე II-ის მდივანბეგ იესე ამილახვრისადმი, მოდავეების საქმის სამართლიანად გარჩევის შესახებ
არზა ერთაწმინდელ წმიდა ევსტატის ყმა თევდორე ხახანაშვილისა, ბატონისგან ზედმეტი გადასახადების მოთხოვნის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ის ბეცია თარხნისშვილისადმი, ხახანაშვილისთვის მხოლოდ საეკლესიო ხარჯის დაკისრების შესახებ
შორაგალის მოურავობის და მოასილობის წყალობის წიგნი ერეკლე II-ისა ხალვათხანის ეშიკაღასბაშ აიდემურ ვაჩნაძისადმი. უწყალობა აგრეთვე კახეთში დაკლებული მორიგეების დარბევის მოასილობა
არზა თუმანიშვილებისა, ახალდაბაში აღებული კუთვნილი ღალის გარსევანიშვილების მიერ წართმევის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა იასაულ ერასტი ამილახორიშვილისადმი, თუმანიანთ მიერ უსამართლოდ წაღებული ღალის დაბრუნების შესახებ
ოქმი ერეკლე II-ისა მინბაშ ბეჟან ამილახვრიშვილისადმი, სურამთან აშენებულ სიმაგრეში ახლო სოფლებიდან ხალხის გახიზვნის, დაბინავების და სურსათით მომარაგების შესახებ
არზა ნიქოზელ იულიოსისა, გარდაცვლილ ნიქოზელ დავითის ზანდუხჩაში შენახული საეკლესიო საბუთების თეიმურაზ ფავლენიშვილის მიერ მოპარვის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ნინია ბერძნიშვილისადმი, ნიქოზელისა და ფავლენიშვილის საქმის მეფის კარზე გარჩევის შესახებ
განაჩენი მდივანბეგების, ერეკლე II-ის მონაწილეობით,ზაალ ყაფლანიშვილის და ჯაღათაანთ ოსეფას ქალის სადავო სახლის და მიწების ზაალ ყაფლანიშვილისთვის მიკუთვნების შესახებ
არზა წმიდა ევსტატის ეკლესიის ყმა თევდორე ხახანაშვილისა, ბატონიშვილ გიორგის განაჩენით მიკუთვნებული მამულის დასაბრუნებლად იასაულის მიცემის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ თამაზ ორბელიანისადმი, განაჩენის აღსრულების შესახებ
არზა მდივან ეგნატი თუმანიშვილისა, ბიძის მიერ მისი წილი მამულის მითვისების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა მინბაშ ტეტია დიასამიძისადმი, საჩივრის გასარჩევად მომჩივნების სამეფო სასამართლოში მიყვანის შესახებ
არზა ერთაწმინდელი ყმის თევდორე ხახანაშვილისა, მის სასარგებლოდ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა მიმბაშ [გიორგი] თარხანისადმი, თევდორე ხახანაშვილისთვის მამულის დაბრუნების შესახებ
წერილი ერეკლე II-ისა მიშკარბაშ იოსებისადმი, ქაიხოსრო მურვანიშვილის მიერ ნაამბობი ამბებისა და ომარ ხანის ბელაქანში მცირე ჯარით დაბანაკების შეტყობინების შესახებ
არზა გიორგი თუმანიშვილისა, რაჭის ერისთავისშვილისთვის რაჭიდან ქართლში ჩამოსახლებული ყმებიდან მისთვის ნაბოძები ყმის დატოვების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა მოასილისადმი, სიმართლის დადგენის შემთხვევაში მამულზე დაფუძნებული ყმის აუყრელობის და თუმანიშვილისთვის დატოვების შეასხებ
არზა უმამულო პეტრე კაკოზაშვილისა,მიწის გადასახადებისგან გათავისუფლების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა იასაულისადმი, კაკოზაშვილის თხოვნის დაკმაყოფილების და გადასახადის მისი ყოფილი მებატონისგან აღების შესახებ
ოქმი ერეკლე II-ისა თეიმურაზ ჯავახიშვილისადმი, ქართლის სოფლებიდან ,,სამცხეთო“ ყმების გარდა მორიგეების გამოყვანისა და თეძამის გზებზე ყარაულებად დაყენების შესახებ
განაჩენი ერეკლე II-ისა ენდრონიკაშვილებისა და ვაჩნაძეების სადავო მიჯნების ფიცით დადგენისა და საგარეჯოს მოურავ ჯამასპის მიერ მამულის საზღვრების დადგენის შესახებ
არზა ზაალ დავითაშვილის, ტყვეობიდან მოსული ყმის კიკნაძეების მიერ მიტაცების და უნებართვოდ გაყიდვის მცდელობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ბატონიშვილ იულონისადმი, საქმის გამოძიებისა და სამართლიანად გადაწყვეტის შესახებ
არზა აღაიანში ჩასახლებული სახასო ყმებისა, გედევანიშვილების მიერ მამულის წართმევის თაობაზე.
ოქმი ერეკლე II-ისა მცხეთის მოურავ დავით მაღალაშვილისადმი, პატრონებისთვის მამულის დაბრუნების და ხელშეუხებლობის შესახებ
არზა გაბრიელ ყაზიბეგაშვილის, ჯანალდი [თაგაურისთვის] ტყვეების დასახსნელად თეთრის გაგზავნისა და ცხენის ქურდობის გამო თაგაურების ქარავნის შეყოვნების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა გაბრიელ ყაზიბეგაშვილისადმი, საქმის სასამართლოში გარჩევის და სამართლის გამოტანამდე გზებზე ქარავნების გატარების აკრძალვის შესახებ
არზა მეტეხში მცხოვრები ქვრივებისა, მეტეხისციხის კარს ზევით ჩამოქცეული კედლის შეკეთების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა მელიქ-მამასახლის ავეტიქასადი, მეტეხში კალატოზების გაგზავნისა და დაქცეული ბურჯის აშენების შესახებ
არზა ივანე კობერიძისა, დაკისრებული ხარჯის გარდა ზედმეტი გადასახადებისგან გათავისუფლების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა მოასილებისადმი, კობერიძისგან მხოლოდ სავალდებულო ხარჯის გამორთმევის შესახებ
არზა ნასაღჩიბაშის ნაიბ მირზა გიორგი იბრეიმას შვილისა, ოსიაურელების მიერ გირაოში ჩადებული ვენახის უნებართვოდ გაყიდვის თაობაზე,
ოქმი ერეკლე II-ისა ოსიაურელების მიერ ვალის გადახდისა და ვენახის დაბრუნების შესახებ
არზა დავით გოგიბაშვილისა, ტყვეობიდან დახსნილ სადავო ყმების საქმეზე სასამართლოში მოწმეების მიყვანის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ხალვათხანის ეშიკაღასბაშ პეტრე ავალიშვილისადმი, დავით გოგიბაშვილის მოწმეების დაკითხვისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების შესახებ
არზა ზაალ დავითიშვილისa, ზარდიაშვილის მიერ წართმეული ყმა-მამულის დაბრუნების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ოთარ ამილახვრისადმი, ყმა-მამულის ზაალისთვის დაბრუნებისა და განაჩენის გამოტანამდე ხელშეუხებლობის შესახებ
არზა მცხეთის მოურავ დავით [მაღალაძისა], გესამანიის არქიმანდრიტ მაჩუტაძის მიერ ყმების წართმევის მცდელობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ყორიასაულბაშ ზაალისადმი, მომჩივნების მდივანბეგთან მიყვანის და საქმის სამართლიანად გარჩევის შესახებ
არზა ზაალ დავითისშვილისა, გორის მამასახლისის მიერ ორი კომლის უსამართლოდ ხარჯში გარევისა და ჯარში გაწვევის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა გორის მამასახლისისადმი, ზაალის ყმების ხელშეუხებლობისა და ყმისგან აღებული ხარჯის უკან დაბრუნების შესახებ
არზა ზაალ ყაფლანიშვილისა, აღბა[ბ]ლოელი თათრების მიერ გატაცებული საქონლის დაბრუნების თაობაზე.
ოქმი ერეკლე II-ის ნასაღჩიბაშ გლახა ციციშვილისადმი, ზაალისთვის წართმელი პირუტყვის დაბრუნების შესახებ
არზა ზაალ დავითიშვილისა,ზარდიაშვილის მიერ თოფით დაჭრისა და ყმა-მამულის წართმევის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ნიქოზელი ათანასესა და ზურაბ ფალავანდიშვილისადმი, მოწმეთა ჩვენებით სასამართლოში საჩივრის გარჩევის შესახებ
წერილი ერეკლე II-ისა გაბრიელ ყაზიბეგიშვილისადმი, ჯარის შეკრების, ბატონიშვილ ალმასხანის მიერ ხიდების მშენებლობის დაწყების და ურჩი თაგაურების დამორჩილების შესახებ
საქმიანი წერილი ერეკლე II-ისა მიშკარბაშ იოსებისადმი, აჭარაში მიმდინარე პოლიტიკური ამბების, ვარიანელი ტყვის დახსნისა და ქაიაბეგის თბილსში ჩამოსვლის შესახებ
არზა დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტ იოაკიმესი, კალაურელების მიერ მონასტრის მამულიდან უკანონოდ აღებული საბალახეს თაობაზე.
ოქმი ერეკლე II-ისა აბრამ ქურხულისადმი, საბალახოს გამოსავლის წინამძღვრისთვის მიბარების შესახებ
არზა ახალდაბელების, ვარიანელების მიერ რუს წართმევისა და მათ კუთვნილ ადგილებში წისქვილის ამუშავების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა მინბაშ ბეჟან ამილახვრისშვილისადმი, წისქვილის გაუქმების და სოფლისთვის წყლის დაბრუნების შესახებ
ოქმი ერეკლე II-ისა იოანე ამილახვრისშვილისადმი, საამილახვროში სასწრაფოდ თორმეტი დღის ნუზლით კომლზე კაცის გამოყვანის და ლილოში მეფის ჯართან შეერთების შესახებ
არზა მატანელების, ჯუგაშვილის და ფშაველების მიერ მამულის წართმევის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა კახეთის მდივანბეგებისადმი, განაჩენით გამიჯნული მამულების პატრონებისთვის დაბრუნების შესახებ
არზა ზაალ დავითისშვილისა, ზარდიაშვილის ურჩობის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ოთარ ამილახვრისადმი,ზარდიაშვილების მიერ ბატონ-ყმობაზე უარის თქმის შემთხვევაში მამულის წართმევის შესახებ
არზა ნიკოლოზ თუმანიშვილისა, საყდრის ვენახის დარბევის და მისი ყმის ქალიშვილის ,,გაწბილების“ გამო ანესაშვილის დასჯის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა თომა ჩიკვაიძისადმი, საქმის გასარჩევად სასამართლოში ანესაშვილების მიყვანის შესახებ
ოქმი ერეკლე II-ისა თუშთ მოურავ დურმიშხანისა და თუშეთის მებალახეებისადმი, კახეთის სოფლების საზღვრების დადგენისა და ალაზნის წყლის მოხმარების განაწილების შესახებ
არზა მაია ამილახვრისა, ავნევში ერეკლე ფალავანდიშვილის მიერ მისი მოსავლის მითვისების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა იასაულ ელიზბარ მაჩაბლისადმი, მითვისებული მოსავლის პატრონისთვის დაბრუნების შესახებ
არზა ურბნელ ეპისკოპოს იულიოსისა, წმიდა სტეფანეს საეკლესიო ყმის წართმევის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ეპისკოპოს იულიოსისადმი, შეწირული ყმის ეკლესიისთვის დაბრუნებისა და ხელშეუხებლობის შესახებ
არზა ერასტი ჩოლაყაშვილისა, თიანეთის მოურავ ქაიხოსრო ჩოლაყაშვილის მიერ ყმა-მამულის მითვისების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ხარჭაშნელ გრიგოლისადმი, გაყრამდე ჩოლოყაშვილების მოსავლიდან ერასტისთვის კუთვნილი წილის მიცემის და მეფის კახეთში ჩასვლისას სასამართლოს ძალით გაყრის შესახებ
ოქმი ერეკლე II-ისა მინბაშ ბეჟან ამილახვრისშვილისადმი, მეფე სოლომონ II-ის მოძღვარ გრიგოლ წერეთლის ქართლში გამოქცეული ყმების აყრისა და მოძღვარისთვის დაბრუნების შესახებ
წერილი ერეკლე II-ისა გარსევან ჭავჭავაძისადმი, არტილერიის საქმის შესასწავლად რუსეთიდან დაბრუნებული სომხითელი სტეფანე მელიქოვის ისევ რუსეთში გაგზავნის შესახებ
არზა ნოდარიშვილებისა, ენისელთმოურავების მიერ გვერდისძირსა და ინწობის ხევში მოსახლე ყმა-მამულის მითვისების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ის მსაჯულებისადმი, სასამართლოში საქმის სამართლიანად გარჩევის შესახებ
არზა დავით გარეჯის არქიმანდრიტ თეოდოსისა, ვანთაში მდებარე სადავო სამონასტრო მამულის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა კახეთის მსაჯულების და ვანთის მოურავისადმი, სამონასტრო მამულის საქმის სამართლიანად გარჩევის შესახებ
არზა თომა მეღვინეთხუცისშვილისა, ხიდისთავში მდებარე ბეითალმანი მიწის წართმევის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ის დიმიტრი თარხნიშვილისადმი, თომას სახნავი მიწების ხელშეუხებლობის შესახებ
არზა გიორგი თარხანის, ერთაწმინდის გაყიდული საეკლესიო მამულების დაბრუნების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა იაკობ მაღალაშვილისადმი, საეკლესიო მიწის ისევ ეკლესიისთვის გადაცემის შესახებ
არზა ზაზა თარხნისშვილისა, კუთვნილი ყმის მეითარ სოლომონ თარხნიშვილის მიერ მითვისების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა თეიმურაზ ჯავახიშვილისადმი, ზაზასთვის ყმის დაბრუნების შესახებ
ოქმი ერეკლე II-ისა მდივან სულხან [თუმანიშვილისადმი], ქართველი ტყვეების დასახსნელად [აღა-მაჰმად-ხანისთვის] აზატ ხანის ნაქონი ძვირფასი თვლისა და საათის გაგზავნის შესახებ
მოხსენება-არზა თბილისის მოქალაქეებისა ერეკლე II-ისადმი, ქალაქის გადაწვის გამო დაკარგული ქონების ნაწილის დაბრუნების და ახლობლების ტყვეობიდან დახსნის შესახებ
ბრძანება ერეკლე II-ისა მიშკარბაშ იოსებისადმი სარაიდრების: სტეფანე და ფარსადანის მიერ კალატოზებთან ერთად ქალაქის გალავნის დაზიანებული ადგილების შეკეთების შესახებ
ოქმი ერეკლე II-ისა მოლარეთუხუცესის ნაიბ კაკალასადმი სამეფო ყალამქარის ანგარიშიდან თავად მაჰმატალი ოღლისთვის ერთი თოფი ფარჩის და ორი შამახური ყუთის მიცემის შესახებ
არზა წმიდა ევსტათის დეკანოზ პეტრესი, მამუკა თარხნიშვილის მიერ საეკლესიო მიწის გაყიდვის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ნასაღჩიბაშის ნაიბ გოგიასადმი გაყიდული მიწის ეკლესიისთვის დაბრუნების და დეკანოზის გალახვის გამო მამუკა თარხნიშვილის სასამართლოში დაბარების შესახებ
არზა გიორგი და ბეცია თარხანების, ოთხმოცი წლის წინ ნაყიდი მამულის [სახლიკაც] სოლომონის მიერ მითვისების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა იასულ დათუა მაღალაშვილისადმი მომჩივნებისთვის მიწის დაბრუნების შესახებ
არზა მეფის კარის ხელჯოხიანი მოხელის გაბრიელისა მისი ბიძაშვილის მკვლელობის გამოძიების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა მდივანბეგებისადმი მომჩივანისთვის სისხლის საფასურის სრულად მიცემის შესახებ
არზა მილახვარ შანშე, როსტომ და სოლომონ [დავითაშვილებისა], მათ მამულზე უკანონოდ დასახლებული გლეხების აყრის შესახებ
ოქმი ერეკლე II-ისა ბატონიშვილ იულონისადმი, მილახვრის შვილების მამულებიდან გლეხების აყრისა და სხვაგან დასახლების შესახებ
წერილი ერეკლე II-ისა ბატონიშვილ ფარნავაზის, ბოდბელ იოანეს და სარდალ-მოურავ ზაქარიასადმი ქიზიყის გზებზე ყარაულების დაყენების, მტრის ჯარში ჯაშუშების შეგზავნისა და ჯარისთვის სოფლებში სურსათის შეგროვების შესახებ
ოქმი ერეკლე II-ისა ბატონიშვილ ფარნაოზის, ბოდბელ იოანეს და მოურავ ზაქარიასადმი კახეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების და სიღნაღების მდგომარეობის შესახებ
ოქმი ერეკლე II-ისა ბატონიშვილ ფარნაოზის, ბოდბელი იოანეს და მოურავ ზაქარიასადმი, ომარ ხანის კახეთში შემოჭრის გამო ჯარის სასწრაფოდ შეკრებისა და ყვარელში თავმოყრის შესახებ
ოქმი ერეკლე II-ისა თუშთ მოურავ დურმიშხან [ჩოლოყაშვილისადმი], თუშეთის უსაფრთხოების გამო წოვათსა და გომეწარში ყარაულების დაყენების და მორიგეში დაკლებული ხალხის დასჯის შესახებ
არზა უზბაშ ზურაბ ფალავანდიშვილისა, მუხურსა და ავნევში მდებარე მამულების წართმევის თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა ბატონიშვილ იულონისადმი, ამილახვრის თანდასწრებით საქმის სამართლიანად გარჩევის შესახებ
განაჩენი მდივანბეგებისა დიმიტრი ხიმშიაშვილისა და ბეჟან ამილახვრისშვილის სადავო დუქნების, ასევე მიწების განაწილების საქმეზე, დამტკიცებული ერეკლე II-ის მიერ
არზა სახლთუხუცეს ამილბარისა, კოშკის მშენებლობაზე დაკავებული ყმების გადასახადებისგან გათავისუფლების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა მოხელეებისადმი, მშენებლობაზე მომუშავე ყმების ერთი წლით გააზატების შესახებ
არზა ქეშიკჩიბაშის ნაიბ თამაზისა, ნაფარეულში გაქცეული ყმის დაბრუნების თაობაზე
ოქმი ერეკლე II-ისა იასაულ ბეჟან ყორჩიბაშისშვილისადმი, ყმის პატრონისთვის დაბრუნების შესახებ
განაჩენი ბატონიშვილ გიორგისა, გოსტაშაბიშვილების და ციციშვილების სადავო წერაქვის გოსტაშაბიშვილებისთვის მიკუთვნების შესახებ, დამტკიცებული ერეკლე II-ის ბრძანებით
განაჩენი ბატონიშვილ გიორგისა, ქალაქის მოურავ დავით ციციშვილის და იოანე თაქთაქიშვილის სადავო ყმების იოანე თაქთაქიშვილისთვის მიკუთვნების შესახებ, დამტკიცებული ერეკლე II-ის მიერ