ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა იასაულისადმი, ქსნის ერისთავ შანშესთვის ნაწყალობევი ყმის ხელშეუხებლობის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1748 წ. 23 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/52, გვ. 49
მასალა

ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ლურჯი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი ულვ (1748), მაისის კგ (23)

ბეჭედი
შენიშვნა

1. მინაწერი - ,,ქ. თიღვის ოქმი".

2. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.

3. დედნის აღწერილობა გიორგი ბოჭორიძის მიერ: დედანი, 20,5x14, cm., დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით, განკვეთილობის ნიშნად ყოველი სიტყვის შემდეგ ნახმარია  ორ-ორი წერტილი.

 4. ხეც.Hd 6601.

5. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც. ზოგჯერ დიდი მოხელეები ინიშნებოდნენ იასაულებად განაჩენის აღსასრულებლად.