ქაღალდი
ქაღალდი თეთრი, დაწერილი ლურჯი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უო (1792), მაისის კბ (22 )
1. ოქმს ახლავს 1793 წ. 25 იანვრის განკარგულება [ეშიკაღასბაშ] გარსევან [ჭავჭავაძისა] ეშიკაღასბაშ ალექსანდრესადმი, მეფის ბრძანების აღსრულების შესახებ.
2. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.
3. დედნის აღწერა გ. ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, 17,5x15,2 cm., დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით; განკვეთილობის ნიშნად ხშირად ნახმარია თითო წერტილი".
4. დედანი, ხეც, Sd 404.
5. ეშიკაღასბაში – (იგივე მანდათურთუხუცესი) მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა განაჩენების სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტული ყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის (ორი) და არმის (ორი).