ქაღალდი
ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი ლურჯი მელნით.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონი უნ (1762), აგვისტოს იდ (14)
1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1933 წწ.-ში
2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიშვილის მიერ: ,,დედანი32,5/10,2, დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით, ასი-მეტ-ნაკლები; განკვეთილობის ნიშნად ყოველი სიტყვის შემდეგ ნახმარია სამ-სამი ან ორ-ორი წერტილი", დედანი, ხეც,Sd 489.
3. . გადამწერის მინაწერი: ,,უკანასკნელი სამი სიტყვა ტექსტში წერია: გიორგა და ოთარა, პირველ და მესამე სიტყვის ბოლო ასოები - ა ზედმეტი უნდა იყოს".
4. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი. აღა - ბატონი, ბაში - თავი) – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და არმის/სასახლის (ორი). ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი. ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.