ქაღალდი
ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი ლურჯი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონსა უოე (1787), ოქტომბრის ვ (6)
1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.
2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, 32,2x11,8 cm., დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით; განკვეთილობის ნიშნად ადგილ-ადგილ ნახმარია თითო წერტილი".
3. მინაწერი; ,,სომხების ზეით გაგზავნას ეცადეთ".
4. დედანი ხეც, Hd 184.
5. მიშკარბაში - მონადირეთუხუცესი.