ქაღალდი
მონაცრისფერო ქაღალდი, დაწერილი შავი ფანქრით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონს უპდ (1796), სექტემბრის იზ (17)
1. დოკუმენტი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.
2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: "დედანი, 23,2x 15,7 cm., დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშნად ხშირად ნახმარია თითო წერტილი".
3. დედანი, ხეც, Qd 546.
4. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი