ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ახალდაბელების, ვარიანელების მიერ რუს წართმევისა და მათ კუთვნილ ადგილებში წისქვილის ამუშავების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა მინბაშ ბეჟან ამილახვრისშვილისადმი, წისქვილის გაუქმების და სოფლისთვის წყლის დაბრუნების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1792 წ. 22 აგვისტო
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/67, გვ.157
მასალა

ქაღალდი ღია ყავისფერი, დაწერილი ლურჯი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ტექსტის ბოლოს

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

დამტკიცება

 ქორონიკონსა უო  (1792); მაისის კბ (22 )   

ბეჭედი
გამოცემები

ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. VIII,  1985 წ. გვ.170-171

შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.

2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭოროძის მიერ: ,,დედანი 29,4X16 CM., დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით; განკვეთილობის ნიშნად ადგილ-ადგილ ნახმარია თითო წერტილი".

3. მიმბაში (თურქ.) - ათასისთავი, ციხისთავი, მინბაში თავისი შინაარსით ციხის უფროსს, ციხის თავს ნიშნავს. მათ მეციხოვნეები ექვემდებარებოდნენ.  მინბაშის უპირველესი ამოცანა იყო ციხე მოემარაგებინა მცველებით, იარაღით, პროდუქტებით. მინბაში მეფის შემდეგ ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ციხისა. ,,მინბაშს" ქართული ტერმინი ციხისთავი არ განუდევნია  და საბუთებში ხშირად გვხვდება ორივე სახელი.  XVIII-ის  II ნახ.-ში მისი მნიშვნელობა შეიცვალა და როცა ერეკლე ++-ემ მორიგე ჯარი შექმნა, ჯარის  უფროსებად მინბაშები  დააყენა, ერეკლემ მათ დაავალა მორიგე ჯარის გაწვრთნა და ჯარში წესრიგის დაცვა. მაშასადამე ისინი ციხის უფროსობის გარდა  ჯარის სამხედრო მეცადინეობასაც ხელმძღვანელობდნენ და სამხედრო უწყების საპატიო მოხელეებად ითვლებოდნენ. მინბაში ზოგჯერ  ქალაქის კომენდანტადაც ინიშნებოდა.

4. წისქვილი - ძლიერი სოფლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, უკვე \++ ს-დან. წისქვილი განსაზღვრავდა სოფლის ეკონომიკურ სიძლიერეს. დიდ სოფლებში ზოგჯერ ორი ან სამი წისქვილი იყო და რამდენიმე სოფელს ემსახურებოდა. ამიტომ მეწისქვილეობა რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობა იყო და იგი მეტწილად თავისუფლდებოდა საფეოდალო და საეკლესიო  გადასახადებისგან. სოფლის გაყიდვის ან შეწირვის შემთხვევაში, სათანადო საბუთში წისქვილი აუცილებლად აღინიშნებოდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მდინარე მტკვარზე გამართულ წისქვილებს.