ქაღალდი
ქაღალდი თეთრი, დაწერილი ლურჯი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონს უო (1782), თებერვლის იე (15)
1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.
2. დედნის აღწერა გ. ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, 21,8x11,3 cm.. დაწერილი თეთრ ქაღალდზე თვით ერეკლეს მიერ მხედრული ხელით; განკვეთილობის ნიშნად ყოველი სიტყვის შემდეგ ნახმარია თითო წერტილი".
3. მეფე ერეკლემ ეკლესიას შეწირა ყმები პატარა თეკლა ბატონიშვილის ჯანმრთელობის საწინდრად: ,,დეკანოზო პეტრე, ეს წერილი მიიტანე და წმიდაისა მოწამისა ნაწილსა მიართვი და მითხოვე წყალობა ჩვეულებრივი რათა მიწყალობოს ზეგარდამოთა მადლითა მიერ მიღებული თვისდამი და განათავისუფლოს ასული ჩემი თეკლა და მეცა არა ღირსი წყალობისა დამიფასოს და დამიცვას…". ავტოგრაფი.
4. მინაწერები: ა) ქ. ღვთით წმინდა [ევსტატის] დეკანოზს პეტრეს მიერთვას; ქ. ბატონის შეწირული.
5.,,წარწერები მეორე გვერდის თავში ირაკლისავე ხელით; მინაწერი მეორე გვერდსავე სხვა ხელით და სხვა მელნით".