ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა დიღმის მამასახლის დავითისადმი, ლეკების ტყვეობიდან დახსნილი დიღმელი გიორგი გეგელისშვილის ქალაქში დატოვების და დიღმელებისგან ხელშეუხებლობის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1764 წ. 28 თებერვალი
ტექსტის მატარებელი

 ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/53, გვ.62
მასალა

ქაღალდი ყვითლი შავი ჰორიზონტალური ხაზებით, დაწერილი ლურჯი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უნბ (1764), თებერვლის კჰ(28)

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.

2. გიორგი ბოჭორიძისეული დედნის აღწერილობა: ,,დედანი, შემკული თავსა და მარჯვენა აშიაზე ფერადი ყვავილების მხატვრობით, 26X10, 5 cm., დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით, განკვეთილობის ნიშნად ყოველი სიტყვის შემდეგ ნახმარია ორ-ორი წერტილი".

3. დედანი, ხეც. Hd 1.

4. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე", რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს. მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. იგი მონაწილეობას იღებდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეების გარჩევაში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდა განაჩენის აღსრულებაში. ეს მოხელეობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თავისუფლდებოდა გადასახადებისგან. ეხმარებოდნენ მოხელეებს გადასახადების გაწერაში და აკრეფაში. აკრეფილი გადასახადი ქალაქში მიქონდათ.