ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა სურამის მოურავ იესე მურვანიშვილისადმი, ჩხეიძის ბუშის ზაალის მიერ ახალციხიდან ჩამოყვანილი ტყვე მოახლის ქალაქში ქართველ კაცზე გათხოვების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1777 წ. 8 ივლისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/57, გვ.12
მასალა

ქაღალდი თეთრი შავი ხაზებით, დაწერილი ლურჯი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

 ქორონიკონსა უΩე (1777),  მკათათვის ჰ (ივლისის 8)

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.

2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, 19,5x16,3 .. დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით; სასვენ ნიშნად ხშირად ნახმარია თითო წერტილი", დედანი, ხეც, Ad 1128.

3. მოურავი  - ეკონომო, მეურვე, დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. იფი სამეურნეო ხასიათის ფუნქციას ასრულებდა და საბუთებში გვხვდება  X-XI სს-იდან. XVIII ს-ში მოურავის როგორც მოხელის ფუნქცია გაიზარდა. იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში. ევალებოდა მართვა და კონტროლი; ნიხრის დაწესება გასაყიდ საქონელზე; ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. ქართლსა და კახეთში 38-38 მოურავი იყო. მას ექვემდებარებოდნენ მელიქი, მამასახლისი, ნაცვალი, ქევხა; ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.

4. ქალაქი - ,,მრავალი შენობა, შუკა-ბაზრებით, მოზღუდული გალავნით. წოდება ,,თბილის“ ქალაქისა. სიტყვა ქალაქში ყოველთვის იგულისხმებოდა თბილისი.