ქაღალდი
ქაღალდი თეთრი, დაწერილი ლურჯი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონი უმ (1752), ქრისტეშობის ვ (დეკემბრის 6)
1. მინაწერი მეფე ერეკლესი ოქმზე: ,,ამ სოფელში რომ საყდარი არის კარგათ უნდა მოუარონ, წირვა და ლოცვაც არ გაწყვიტონ".
2. გადაწერილი გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.
3. დედნის აღწერილობა გიორგი ბოჭორიძის მიხედვით: დედანი 31,7X13,6. დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით; განკვეთილობის ნიშნად ყოველი სიტყვის შემდეგ ნახმარია ორ-ორი წერტილი.
4. დედანი, ხეც. Ad 417.
5. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.