ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა იასაულ მანუჩარ ციციშვილისადმი, დავით ამირეჯიბისთვის იმერეთიდან გადმოყვანილი ყმებისგან აღებული მოსავლიდან საჭირნახულოს მიცემის და დანარჩენი მოსავლის ყმებს შორის განაწილების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1781 წ. 11 ივლისი.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/60, გვ.175
მასალა

ქაღალდი თეთრი შავი ხაზებით, დაწერილი ლურჯი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩთ  (1781), ივლისის ია (11).  

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.

2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის  მიერ: ,,დედანი, 20,5x13,6, cm.. დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშნად ადგილ-ადგილ ნახმარია თითო წერტილი", დედანი, ხეც, Ad 1346.

3. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც. 

4. საჭირნახულო - ოჯახის გაყრისას, ოჯახის ყველაზე ნაამაგდარი წევრისათვის მიკუთვნებული ქონების ნაწილი, დამატებით თანასწორი წილისა; მამულის შემატებისათვის შესახვედრი წილი მოჭირნახულისა, ჯილდო მუშაობისათვის საერთო მამულის დამუშავებისა და მოვლისათვის.