ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განაჩენი ერეკლე II-ისა ენდრონიკაშვილებისა და ვაჩნაძეების სადავო მიჯნების ფიცით დადგენისა და საგარეჯოს მოურავ ჯამასპის მიერ მამულის საზღვრების დადგენის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1788 წ. 28 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/65, გვ.154-155
მასალა

ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი ლურჯი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

 მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოვ (1788);  მაისის კჰ (28)   

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.

2. დედნის აღწერა გ. ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, 42,8/19,5; დაწერილი მოლურჯო ქაღალდზე მხედრული ხელით; განკვეთილობის ნიშნად ადგილ-ადგილ ნახმარია წერტილი ან მძიმე.

3. დედანი, ხეც. Hd 14035.

4. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში;  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.