ქაღალდი
ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი ლურჯი მელნით; რამდენიმე სიტყვა წითელი ფანქრთ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონსა უოთ (1791); მარტის იბ (12)
1. გადაწერილი გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.
2. დედნის აღწერა გ. ბოჭორიძის მიერ: დედანი დახეული, 43,2x14,3 cm., დაწერილი მოლურჯო ქაღალდზე მხედრული ხელით; განკვეთილობის ნიშნად ადგილ-ადგილ ნახმარია თითო წერტილი".
3. გვიანდელი სათაური - ,,ესენი რიკაძის წიგნებია“.
4. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.
5. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) - სამეფოს უმაღლესი მსაჯული,უფროსი მოსამართლე; სასამართლოს თავმჯდომარე მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა.
6. ყორიასაულბაში (თურქ.) - პოლიციის ხელჯოხიანი (,,პყრობისა და რისხვის") საპატიო მოხელე, იასაულების უფროსი; ეძლეოდა მნიშვნელოვანი საგარეო ხასიათის დავალებები. სავარაუდოდ ყორიასაულბაშებს ელჩებად აგზავნიდნენ მეზობელ ქვეყნებში. ეშიკაღასბაშის მოადგილე