ქაღალდი
ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ლუჯი და წითელი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონი უΩ (1772), მარტის კბ (22)
1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.
2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, 21,5x10,8 cm… დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშნად ყოველი სიტყვის შემდეგ ნახმარია თითო წერტილი", დედანი, ხეც. Hd 14215.
3. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი. აღა -ნ ბარონი, ბაში - თავი) – იგივე მანდატურთუხუცესი; მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდასწასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის (ორი) და არმის (ორი). ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი. ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან. არმისა (სასახლის) და ხალვათხანის ქარხნების) ეშიკაღასბაშები სასახლის ხელშინაური მოხეელები არიან.
4. ხიზანი - მებატონის რისხვისაგან, მტრის შემოსევისაგან ან ეპიდემიის შედეგად აყრილი და ახალ ადგილს თავშეფარებული.