ქაღალდი
ქაღალდი მონაცრისფერო, დაწერილი ლურჯი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონსა უოგ (1785); ივნისის იე (15)
1. საბუთი გადაწერილია 1930-1936 წწ.-ში გიორგი ბოჭორიძის მიერ.
2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, 31,2x 18,6 cm., დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით; განკვეთილობის ნიშნადადგილ-ადგილ ნახმარია თითო წერტილი".
3. ხეც. Hd8520.
4. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი - მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალის და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.
5. დარბაზი - მეფის სათათბირო, შედგებოდა დიდი მოხელეებისა და ფეოდალებისაგან. დარბაზის შემადგენლობა განსაზღვრული არ იყო, რაოდენობა მეფეზე იყო დამოკიდებული. იგი სასამართლოს ფუნქციასაც ასრულებდა. განსაკუთრებული მძიმე საქმეები დარბაზში ირჩეოდა მეფესთან ერთად.
6. დარბაზბატონი - დიდმოხელე, მეფის სათათბიროს უფროსი, რომელიც ხელმძღვანელობდა თათბირის მიმდინარეობას, სათათბიროს წევრი.