ქაღალდი
ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ლურჯი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონი უნბ (1764), ქრისტეშობის იზ (დეკემბრის 17)
1. ახლავს გვიანდელი მინაწერი: 1765 წ. 22 იანვარი. ბრძანება ერეკლე II-ისა სახლის გაყიდვამდე მევალეების მიერ ოჯახის ხელშეუხებლობის შესახებ.
2. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.
3. გიორგი ბოჭორიძისეული დედნის აღწერა: ,,დედანი,23,3X19,4, cm .., დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშნად ყოველი სიტყვის შემდეგ ნახმარია ორ-ორი წერტილი".
4. მისკარბაში/მიშკარბაში/მირიშქარი - სამეფო ნადირობის უფროსი, მთავარი ეგერი; XI-XII სს.-ში ეწოდებოდა მონადირეთუხუცესი. იგი ზოგჯერ სარდლის მოვალეობასაც ასრულებდა.
5. მოქალაქე - იგულისხმებოდა თბილისში მცხოვრები ვაჭრები და ხელოსნები. ერეკლე II ხელს უწყობდა მოქალაქე ვაჭარ-ხელოსანთა უფლებრივ მდგომარეობას, რადგან მათ მიერ შექმნილი დოვლათი აძლიერებდა ქვეყნის ეკონიმიკას. 1770 წ. მეფე ერეკლემ დააკანონა მათთვის ხელსაყრელი საკუთრების ქალაქური წესი - უშვილოდ გარდაცვლილი მოქალაქის ქონება მეფეს აღარ მიჰქონდა, როგორც ეს ძველად იყო, არამედ მოქალაქის თუნდაც შორეულ მემკვიდრეს რჩებოდა.