ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა მინბაშ ბეჟან ამილახვრისშვილისადმი, მეფე სოლომონ II-ის მოძღვარ გრიგოლ წერეთლის ქართლში გამოქცეული ყმების აყრისა და მოძღვარისთვის დაბრუნების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1793 წ. 31 დეკემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/68, გვ.55
მასალა

ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ლურჯი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოა (1793), დეკემბრის ლა (31) 

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.

2. დედნის აღწერა გ. ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, დაზიანებული თავში (მარჯვენა კუთხე  მოგლეჯილია და დაკარგული);  21,3X10,5  cm., დაწერილი მოლურჯო ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშნად  ადგილ-ადგილ ნახმარია თითო წერტილი".

3. მინბაში/მიმბაში (თურქ.) - ათასისთავი, ციხისთავი. მინბაში თავისი შინაარსით ციხის უფროსს, ციხის თავს ნიშნავს. მათ მეციხოვნეები ექვემდებარებოდნენ.  მინბაშის უპირველესი ამოცანა იყო ციხe-სიმაგრე მოემარაგებინა მცველებით, იარაღით, პროდუქტებით. მინბაში მეფის შემდეგ ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ციხისა. ,,მინბაშს" ქართული ტერმინი ციხისთავი არ განუდევნია  და საბუთებში ხშირად გვხვდება ორივე სახელი.  XVIII-ის  II ნახ.-ში მისი მნიშვნელობა შეიცვალა და როცა ერეკლემ მორიგე ჯარი შექმნა, ჯარის  უფროსებად მინბაშები  დააყენა, ერეკლემ მათ დაავალა მორიგე ჯარის გაწვრთნა და ჯარში წესრიგის დაცვა. ისინიციხის უფროსობის გარდა  ჯარის სამხედრო მეცადინეობასაც ხელმძღვანელობდნენ და საპატიო მოხელეებად ითვლებოდნენ. მინბაში ზოგჯერ  ქალაქის კომენდანტადაც ინიშნებოდა