ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა მეითარ სოლომონ თარხნიშვილისადმი ლაშქრობიდან მომავალი მეფისთვის გასარიგებელი საქმეების ანგარიშის წარდგენის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1796 წ. 4 ივლისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/70, გვ.147
მასალა

მოთეთრო ქაღალდი, დაწერილი ლურჯი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უპდ (1796), ივლისის დ  (4) 

ბეჭედი
შენიშვნა

1. დოკუმენტი გადაწერილია გიორგი. ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.

2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: “დედანი,  21,2x 17,4 cm. დაწერილი მოლურჯო ქაღალდზე მხედრული ხელით, კოდექსი; განკვეთილობის ნიშნად  ადგილ-ადგილ ნახმარია თითო  წერტილი”.

3. დედანი, ხეც, Hd 7650.

4. მეითარი (სპარს.) - სარიქიფოს, მეფის გარდერობის მოხელე, მეფის წინ მდგომი მოხელე და საჭირო ნივთების მიმწოდებელი; მეფის განუყრელი პირადი მსახური. მეითარმა შეცვალა ეჯიბი როსტომ მეფის დროიდან. იგი მეფესთან დაახლოებული პირი იყო  და ზოგჯერ მეფე სერიოზულ დავალებას აძლევდა. მეითარი ხელშინაური მოხელეა. ის თითქმის მუდმივად მეფესთან იმყოფება პირის დაბანისას, დაწოლისას,  ადგომისას. ამიტომ იგი მეფესთან დაახლოებული და მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი იყო.