ქაღალდი
ქაღალდი თეთრი შავი ხაზებით, დაწერილი ლურჯი მელნით.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონსა უΩგ (1775), მარტის კ (20).
1. საბუთი გადაწერილი გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.
2. პირის აღწერილობა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,პირი მე-XIXს-ის დასაწყისი; 21,2x17,5 cm.. პირი გადაწერილია ლურჯ ქაღალდზე მხედრული ხელით; განკვეთილობის ნიშნად ნახმარია მძიმე, ორ ადგილას ორ-ორი წერტილი".
3. პირი, ხეც, Ad 573, გადაწერილი არქიმანდრიტ ეპიფანეს მიერ.
4. ბეგარა - უფასოდ მუშაობის მოვალეობა სახელმწიფოს ან ბატონის სასარგებლოდ; ბეგარის სახეობებია: საბატონო, საგზაო, ურმების გაყვანა ბეგარაზე; 2. ყმების ვალდებულება გადაეხადათ ნატურალური ან ფულადი გამოსაღები.
5. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.