ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა იოსებ გლურჯიძისა, მოლარეთუხუცეს ელიზბარის ცხენის ქურდებისთვის ქურდობის შვიდეულის გადახდის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა ყორიასაულბაშ ზაზასადმი, მომჩივანის და დამნაშავეების სასამართლოში მიყვანის და მდივანბეგების მიერ საქმის ხელმეორედ გამოძიების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1773 წ. 4 მარტი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/54, გვ.205-206
მასალა

ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ლურჯი და წითელი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩა (1773), მარტის დ (4)

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.

2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, 19,7x11,5 cm..დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშნად ადგილ-ადგილ ნახმარია ორ-ორი, ან სამ-სამი წერტილი", დედანი, ხეც, Hd 2099.

3. გადამწერის შენიშვნა: ,,საბუთის ბოლოს ღია ადგილია დატოვებული (ზომით 6x11,5 cm), ალბათ მდივანბეგთა განაჩენისთვის და მის ქვემით სხედს ორი  მდივანბეგის ბეჭედი".

4. მოლარეთუხუცსი - სამეფო ან სადედოფლო  ხაზინის მოანგარიშეების უფროსი, გამგებელი. მის განკარგულებაში იყოფული, სამკაულები, სახელმწიფო იარაღი, ფარჩეული, ჩასაცმელ-დასახურავი, ცხენ-იარაღის მორთულობა.

5. შვიდეული - შვიდი ერთეულის შემცველი, (შვიდეულად - ერთი შვიდად, შვიდმაგად, უმეტესად გადასახადები); დამსახურებული პირის გაქურდვის შემთხვევაში , ქურდის მიერ მოპარულის შვიდეულად  (შვიდმაგად) ანაზღაურება.

6. ყორიასაულბაში (თურქ.)  - პოლიციის ხელჯოხიანი (,,პყრობისა და რისხვის")  საპატიო მოხელე, იასაულების უფროსი; ეძლეოდა მნიშვნელოვანი საგარეო ხასიათის დავალებები. სავარაუდოდ ყორიასაულბაშებს ელჩებად აგზავნიდნენ მეზობელ ქვეყნებში. ეშიკაღასბაშის მოადგილე.