ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა მაია ამილახვრისა, ავნევში ერეკლე ფალავანდიშვილის მიერ მისი მოსავლის მითვისების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა იასაულ ელიზბარ მაჩაბლისადმი, მითვისებული მოსავლის პატრონისთვის დაბრუნების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1793 წ. 27 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/68, გვ.63
მასალა

ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი ლურჯი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ტექსტის ბოლოს

მდგომარეობა

რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოა  (1793); მაისის კზ (27)   

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილი გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.

2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, 24,5x13,7  cm.,  დაწერილი მოლურჯო ქაღალდზე მხედრული ხელით; განკვეთილობის ნიშნად  ყოველი სიტყვის შემდეგ ნახმარია თითო წერტილი".

3. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულებად გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც