ქაღალდი
ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ლურჯი და წითელი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონი უΩ (1772), თიბათვის კვ (ივნისის 26)
1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ.
2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი დახეული თავში, 16,2x10,8 cm .. დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით; განკვეთილობის ნიშნად ხშირად ნახმარია თითო წერტილი".
3. დედანი, ხეც. Hd 2760.
4. ეშიკაღასბაში (ოსმალ. შიკ-ზღურბლი, აღა - ბატონი, ბაში - თავი) – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენების სისრულეში მოყვანა.
5. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.