ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა მდივან [იოსებისადმი], მდივანბეგ თეიმურაზის დის თინათინისათვის წელიწადში ხუთი თუმანი ჯამაგირის და სურსათის წყალობის წიგნის განახლების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1781 წ. 31 ოქტომბერი.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/60, 163
მასალა

ქაღალდი თეთრი დახაზული შავი ხაზებით, დაწერილი ლურჯი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩთ (1781), ღვინობისთვის ლა (ოქტომბრის 31)   

ბეჭედი
შენიშვნა

1. ოქმი გაიცა, ადრე გაცემული  და დაკარგული წყალობის სიგელის  სანაცვლოდ: ,,ამისთანა ოქმი ჰქონდა, ის დაჰკარგვია და ახლა ეს მივეცით".

2. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.

3. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, 19,7x16,5 cm .. დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშანი ნახმარი არ არის".

4. დედანი, ხეც, Ad 1344.

5. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) -  სამეფოს უმაღლესი მსაჯული; სასამართლოს თავმჯდომარე მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა.

6. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში.  მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.