ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ჭიაურთ მოურავ ომანის და თიანეთის მოურავ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილების, მამულში გამავალი წყლის დავაზე ოქმი ერეკლე II-ისა მომჩივნებისადმი, კანონის გათვალისწინებით მათ მიწაზე მდებარე წყლის ხელშეუხებლობის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1775 წ. 2 დეკემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/55, გვ.93-95
მასალა

ქაღალდი თეთრი შავი ხაზებით, დაწერილი ლურჯი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
3
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უΩგ (1775), ქრისტეშობის ბ (დეკემბრის 2)

ბეჭედი
შენიშვნა

1. ერეკლე II-ის მინაწერი ოქმზე: ,,წყლის გარიგების გამოცხადება ამაშივე ვამჯობინეთ: ყოველს ქვეყანას ჩვეულება ასე არის - ვისაც მამულში მდინარე წყალი მიდის, იმ მამულის პატრონი როგორც უნდა იმ წყალს მოიხმარს რუს გატანით, წისქვილის დაბრუნებით თუ ნადირობით. თავის მამულში ესეები არ დაეშლება, და თუ რომელსამე მებატონეებისგან ფაცრისა და კონის ჩადგმა საკუთრივ მისცემია, იმისი საბუთი უნდა ქნას და სამართლით გაიტანოს“.

2. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.

3. დედნის  აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი,    38,5 X 16,2 cm.. დაწერილი მოთეთრო ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშანი ნახმარი არ არის", დედანი, ხეც, Hd 6202/ Sd 3678.

4. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.