ქაღალდი
ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ლურჯი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონი უΩზ (1779), იანვრის იბ (12).
1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.
2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი. 19x9,8 cm.. დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით განკვეთილობის ნიშნად ადგილ-ადგილ ნახმარია თითო წერტილი", დედანი, ხეც, Hd 2155.
3. გვიანდელი სათაური - ,,ხრცელს დავითისშვილის ზაალის ყმას ქურცაძე თამაზას შინდელის თავყელისშვილისაგან აკლება მოუხსენებიათ“.
4. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო. საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც. ზოგჯერ დიდი მოხელეები ინიშნებოდნენ იასაულებად განაჩენის აღსასრულებლად.
5. ხიზანი - მებატონის რისხვისაგან, მტრის შემოსევისაგან ან ეპიდემიის შედეგად აყრილი და ახალ ადგილს თავშეფარებული.