ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ზაალ დავითისშვილისა, გორის მამასახლისის მიერ ორი კომლის უსამართლოდ ხარჯში გარევისა და ჯარში გაწვევის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა გორის მამასახლისისადმი, ზაალის ყმების ხელშეუხებლობისა და ყმისგან აღებული ხარჯის უკან დაბრუნების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1791 წ. 26 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/67, გვ.51-52
მასალა

ქაღალდი ღია ყავისფერი, დაწერილი ლურჯი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოთ (1791), ივნისის კვ (26)   

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.

2. დედნის აღწერა გ. ბოჭორიძის მიერ, დედანი 20,7X15,7 cm., დაწერილი ლურჯ ქაღალდზე მხედრული ხელიღთ, ავხელი. განკვეთილობის ნიშნად ყოველი სიტყვის შემდეგ  ნახმარია თითო წერტილი".

3. ხეც, Hd 540.

4. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე" მოხელე ქალაქსა და სოფელში, რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს. მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. მამასახლისი მოხელეებს ეხმარებოდა გადასახადების აკრეფაში. იგი მონაწილეობას იღებდა  მხოლოდ სამოქალაქო საქმეების არჩევაში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდა განაჩენის აღსრულებაში. ეს მოხელეობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თავისუფლდებოდა გადასახადებისგან.