ქაღალდი
ქაღალდი თეთრი შავი ჰორიზონტალური ხაზებით, დაწერილი ლურჯი მელნით.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონს უპე (1797), ოქტომბრის იგ (13).
1. ამონარიდი მეფის წერილიდან: ,,მანდაური ამბავი არ გვაკლია, მაგრამ ერთი ორი ხოხობი როგორ ვერ იშოვნეთ რომ გამოგეგზავნათ, თუ ლეღვს არა ვჭამდით და იმისთვინ არ გვიგზავნიდით, ხოხობს ხომ ვჭამთ, რატომ არ გვიგზავნით. თუ იშოვნიდეთ ხოხობს და ან კიდევ თუღა მწყერი იპოებოდეს და ან სხვა ფრინველი - გნოლი თუ კაკაბი რასაც იშოვნით და გამოგვიგზავნით დიაღ კარგსა იქთ“.
2. გადაწერილი გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.
3. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: დედანი, 31x14,6 cm, დაწერილი ლურჯ ქაღალდზე მხედრული ხელით; განკვეთილობის ნიშნად ადგილ-ადგილ ნახმარია თითო წერტილი", დედანი, ხეც, 1758/10A.
4. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.