ქაღალდი
ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ლურჯი და წითელი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონი უო (1782), ივნისის კთ (29)
1. ამონარიდი ოქმიდან: ,,ამ ოქმით როგორც გვებრძანებინოს ასრე უნდა ამართო ხელი ჩვენთვის და ხატის ყმათ უნდა იყოს. ეს უბრალოდ არავინ რაზე შეაწუხოს. თავისი არა მოაკლდეს რა. შენ უნდა გებარებოდეს და თვალი და ყური გეჭიროს არა ვინ რა შეაწუხოს“.
2. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.
3. დედნის გიორგი ბოჭორიძისეული აღწერა: ,,დედანი, დახეული თავში; 20,4x16,3, cm დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით; განკვეთილობის ნიშნად ყოველი სიტყვის შემდეგ ნახმარია თითო წერტილი".
4. საბუთი გადაწერა გიორგი ბოჭორიძემ 1930-1936 წწ.-ში.
5. დედანი, ხეც, Hd 2850.