ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

მფარველობითი ტრაქტატი, ხელშეკრულება დადებული ერეკლე II-ესა და რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ეს შორის

საუკუნე
XVIII
წელი
1783 წ. 24 ივლისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/63, გვ.111-128
მასალა

ქაღალდი თეთრი, შავი ჰორიზონტალური ხაზებით, დაწერილი ლურჯი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
17
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

მძიმე და ორწერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

1783 წ. 24 ივლისი

დამტკიცება

პავლე პოტიომკინი, იოანე ბაგრატიონი, გარსევან ჭავჭავაძე, ერეკლე II, დავით ორბელიანი, ქაიხოსრო ჩოლაყოვი

ბეჭედი
გამოცემები

1. იასე ცინცაძე, 1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი, 1960 წ.

2. ისიდეორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ.2, 1965 წ. გვ. 457-482

შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.

2.  დედნი აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: დედანი, დაბრუნებული რუსეთის ყოფილი გარეშე საქმეთა სამინისტროს მოსკოვის სახელმწიფო არქივიდან. ეტრატის რვა ფურცლიანი რვეული, 47,8X33,8 cm., რომლის წინა და უკანა ფურცლები კანის მაგიერი არის (ისინი გარეთა პირზე გათხუნულია), ხოლო შიგნითა  ექვს ფურცელზე მოთავსებულია ტექსტი. გექსტის ზოგიერთი სიტყვები და აგრეთვე ზოგიერთი სიტყვის დასაწყისი ასოები ნაწერია ასომთავრულად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მხედრული მგრგვლოვანი ხელით. სასვენ ნიშნად ნახმარია წერტილი, მზიმე და სხა. თარიღად აქვს 1783  წ. ივლისის 24. რვეულს აბრეშუმ-სირმა ნარევ ზონარზე ჩამოკიდებული აქვს ლუქის ბეჭედი, მოთავსებული თითბრის ბუდეში, ზომით- 17/17/3,2 : ბეჭდის გულში  გამოსახულია  კვართი, სფერო, ქნარი, სკიპტრა-ხმალი და     ორთავინი არწივითა და გვირგვინით თავზე; გულის გვერდებსა და ძირს - ღერბები სხვა და სხვა კუთხისა და ყველა ამის გარეშემო არის ასომთავრული წარწერა: ჩოვენ ირაკლი ბ(2) მეფე ქართლისა და  კახეთისა სხოვათა წყალოპბითა ღ(მრთ0ისათა. ბეჭდის ბუდის თავზე გამოსახულია  იგივე, რაც ბეჭდის გულში. ბეჭედეზე ჩამოკიდებული არის აბრეშუმ-სირმა-ოქრომკედ ნარევი ორი ფოჩი".

3. Hd 2073.

4. პირები, ფ.1446/288, 532.