ქაღალდი
თეთრი ქაღალდი შავი ხაზებით, დაწერილი ლურჯი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონი უპდ (1796), მარიამობის ლ (აგვისტოს 30)
1. დოკუმენტი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.
2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: დედანი, ადგილ 5,5x11,3x cm. დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშნი ნახმარი არ არის".
3. დედანი, ხეც, Sd 364.
4. ყალამქარი (ყალანქარი) - 1. ლამაზი ორნამენტით დაჩითული აბრეშის მატერია, რომელსაც უფრო საბნის პირისთვის ხმარობენ. 2. „ხატვა. ამოჭრა ლითონზე, გრავიურა. იგულისხმება ცხენის საკერდული, გრავიურებით შემკული“; ამ შემთხვევაში ნაჭრების საწყობი.
5. მოლარეთუხუცესი – მსახურთუხუცესის ხელქვეითი მოხელე, სალაროს გამგე, მოლარეთა უფროსი, ევალებოდა სამეფო სალაროს ზედამხედველობა; სალარო ისევე როგორც საჭურჭლე სახელმწიფო ხაზინას წარმოადგენდა, სადაც საგანძური და ფული ინახებოდა. იგი მეფის ბრძანებით გასცემდა ხელფასს, საჩუქრებს. მისი შემოსავალი ნაზირის სარგოს უთანაბრდებოდა. მაგრამ სალაროს ნაზირის თანამდებობა უფრო საპატიო იყო.
6. მოლარეთუხუცესის ნაიბი - მოლარეთუხუცესის მოადგილე.