ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა იოვანე თაქთაქისშვილისა, განაჩენით დადგენილი სისხლის ნაწილის გადაუხდელობის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა იასაულების: ერეკლე და შიოშისადმის, იოთამიშვილების მიერ მომჩივანისთვის დაკისრებული სისხლის სრულად გადახდის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1767 წ. 10 თებერვალი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/54, გვ.58
მასალა

ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ლურჯი და წითელი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უნე (1767),  თებერვლის ი (10)

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.

 2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, 18,7X17 cm.. დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშნად  ადგილ-ადგილ ნახმარია ორ-ორი წერტილი". დედანი, ხეც, Hd 3012. 

3. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც. ზოგჯერ დიდი მოხელეები ინიშნებოდნენ იასაულებად განაჩენის აღსასრულებლად.                      

4. სისხლი, სისხლის გაჩენა  - ქართული იურიდიული ტერმინი; ფულადი ან ქონებრივი საზღაურის რაოდენობის განსაზღვრა, რომელიც დამნაშავეს უნდა გადაეხადა  დაზარალებულისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების  გამო.