ქაღალდი
ქაღალდი ღია ყავისფერი დახაზული წითელი და ლურჯი დიაგონალური ხაზებით, დაწერილი ლურჯი მელნით.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონსა უოგ (1785), ივლისის იე (15)
1. მეფემ განუახლა ,,გვარით სომეხსა და ჩვენ მკვიდრს“ ერეკლე I-ის დროს მიღებული სამეფო აზნაურობა.
2. საბუთი გადაწერილია 1930-1936 წწ. -ში გიორგი ბოჭორიძის მიერ.
3. დედნის აღწერა გ. ბოჭორიძის მიერ: დედანი, 64x39,5 cm., დაწერილი ეტრატზე. საბუთი შემკულია მხატვრობით. ტექსტი მოთავსებულია მშვენიერ ფერადებით ნახატ ყვავილოვან ჩარჩოში, რომელსაც მაღლა აქვს თავ-სამკაული შუაში ბაგრატიონთა ღერბით. ჩარჩოს ძირა ნაწილის შუაში გამოსახულია საბუთის მიმღების წინაპართა ღერბი. ტექსტი დაწერილია მხედრული ხელით; მისი პირველი ორი სტრიქონი (ვედრება და წოდებულობა) შესრულებულია ვარაყით, ხოლო დანარჩენი ნაწილი კი შავით. ჩარჩოს ძირას მარცხნივ არის ირაკლის ხელრთვა და აქვეშუაში საბუთის მიმღების წინაპართა ღერბის მარცხნივ აბრეშუმ-სირმა ნარევ ზონარზე ჩამოკიდებულია სამეფო ბეჭედი ლუქისა ბაგრატიონთა ღერბის გამოსახულებით. განკვეთილობის ნიშნად ადგილ-ადგილ ნახმარია წერტილი, მძიმე, ორი წერტილი".
4. აზნაური - პრივილეგირებული მიწათმოქმედი უკვე V ს.-ში, XV ს-დან ძირითადი მასა ფეოდალებისა, პირდაპირ დამოკდებული მეფეზე, თავადებზე და ეკლესიაზე. იყო სამი კატეგორია: სამეფო, სათავადო და საეკლესიო.
5. ხეც, Hd14210