ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

წერილი ერეკლე II-ისა ექიმ ანტონ ანტონის ძე გიულდენშტედტისადმი, სნეული დავით ერისთავის სამკურნალოდ ახალგორში გამგზავრების თხოვნის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1772 წ. 7 აპრილი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/54, გვ.155
მასალა

ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ლურჯი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩ (1772), აპრილის ზ (7)   

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძიოს მიერ 1930-1936 წწ.-ში.

2.  დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი 23x18,8 cm,  დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით; განკვეთილობის ნიშნად რამდენიმე ადგილას ნახმარია წერტილი, ან ორი წერტილი", დედანი, ხეც,1379Hd.