ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განაჩენი ბატონიშვილ გიორგისა, ქალაქის მოურავ დავით ციციშვილის და იოანე თაქთაქიშვილის სადავო ყმების იოანე თაქთაქიშვილისთვის მიკუთვნების შესახებ, დამტკიცებული ერეკლე II-ის მიერ

საუკუნე
XVIII
წელი
1783 წ. 8 ივლისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/63, გვ.103-105
მასალა

ქაღალდი ღია ყავისფერი, დაწერილი ლური მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
3
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრულად, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოა (1783), ივლისის ჰ (8)

დამტკიცება

ერეკლე II, მეფის ძე გიორგი; მდივანბეგები: ნიკოლოზ აბაშიძე, მზეჭაბუკ ორბელიანი, თეიმურაზ ციციშვილი, იესე ოსეს ძე ბარათაშვილი; მდივანი ეგნატე თუმანიშვილი

ბეჭედი
გამოცემები

ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. V, 1974 წ. გვ.226-228

შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1933-1936 წწ.-ში.

2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, , ზომა 69X22, დაწერილი თეთრ  ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშნად ადგილ-ადგილ ნახმარია თითო, ორ-ორი ან სამ-სამი წერტილი".

3. ხეც. დედანი, Hd1623

4. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი