ქაღალდი
ქაღალდი თეთრი შავი ხაზებით, დაწერილი ლურჯი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონს უΩე (1777), კათათვის ვ (ივლისის 6)
1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.
2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, 20,5x17 cm..დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით; განკვეთილობის ნიშანი ნახმარი არ არის", დედანი, ხეც, Sd 1902.
3. მინაწერი გადამწერის ხელით: ,,ქ. ულუფის ოქმი", სათაური.
4. სახლთუხუცესი - იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე, ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალის და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველისასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.
5. განწესება - გარიგება, განჩინება, წესი; დადგენილება, კანონი.