ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა იოანე ბარამისშვილისა, ყულარაღასის მიერ წართმეული ყმის დაბრუნების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა იასაულ გიო ავალიშვილისადმი, ბარამაშვილისთვის ორი კომლი ყმის მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1771 წ. 11 ივლისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/54, გვ.128-129
მასალა

ყვითელი ქაღალდი, დაწერილი ლურჯი  მელნით დ წითელი ფანქრით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

 მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უნთ (1771), მკათათვის ია (ივლისის 11) 

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძოს მიერ 1930-1936 წწ.-ში.

2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, 34x20,6; cm დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშანი ნახმარი არ არის", დედანი, ხეც, Hd8.

3. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც. ზოგჯერ დიდი მოხელეები ინიშნებოდნენ იასაულებად განაჩენის აღსასრულებლად.    

4. ყულარაღასი - ყულების უფროსი, რომელსაც ემორჩილებოდა როქის სპა; ირანში შაჰის გვარდიის  უფროსის ტიტული. საქართველოში როსტომ მეფის დროიდან სასახლის მომსახურე პერსონალის უფროსი; ადრინდელი მონათუხუცესი. ვახტანგ VI-ემ მეფის ხელისუფლების გაძლიერებისთვის ,,მცველთა ჯარი“ გაიჩინა მეთოფეთა სამი რაზმის (თითო რაზმი 40 მეთოფისგან შედგებოდა) ოდენობით. თითოეულ მათგანს უზბაში (ასისთავი) ხელმძღვანელობდა, ყველას ერთად კი ყულარაღასი. მას მხოლოდ საშინაო დანიშნულება ჰქონდა და სულ თან ახლდა მეფეს. ყულარაღასს სასამართლო ფუნქციაც ჰქონდა. XVIII ს-ის II ნახევარში ყულარაღასი და ყორჩიბაში კარგავენ მნიშვნელობას.

5. ყული - მეფის ახალგაზრდა მსახური, მეფის დარაჯი.