ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა მჭედელ ბეჟანისა, ყორიასაულბაშ ზაზას გარდაცვალების გამო ოჯახის მიერ მისთვის ვალის გადახდის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა მსაჯულებისადმი, სასამართლოში საქმის გარჩევის და ყორიასაულბაშის შვილის მიერ ხელწერილით ვალის სასწრაფოდ დაბრუნების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1782 წ. 31 დეკემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/62, გვ.78-79
მასალა

ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ლურჯი მელნით, რამდენიმე სიტყვა წითელი ფანქრით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უო (1782), დეკემბრის ლა  (31)

ბეჭედი
შენიშვნა

1. არზის სისწორეს 1783 წ. 20 იანვარს ადასტურებენ: მდივანი იოსები, მელიქი ავეტიქა, ბაღდასარ ყალუაშვილი, იოვანე თარხნიშვილი, უზბაში მამუკა, უზბაში ზაზა, სახლთუხუცესი დავითი, მამასახლისი აშხარბეგი.

2. პირის აღწერა გიორგი  ბოჭორიძის მიერ: ,,პირი, გადაწერილი ექვთიმე თაყაიშვილის დავალებით XIX ს-ში. ზომა 22,2/17,8. ორად გაკეცილი დაწერილია თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით".

3. გვიანდელი მინაწერი: განაჩენის ძალით და მეფის განკარგულების თანახმად 1783 წ. 17 ივნისს  მჭედელ ბეჟანს მიეცა ვალი სრულად ხუთთუმან ნახევარის ოდენობით. 

4. პირი, ხეც. Hd 14068.

5. ყორიასაულბაში (თურქ.)  - პოლიციის ხელჯოხიანი (,,პყრობისა და რისხვის")  საპატიო მოხელე, იასაულების უფროსი; ეძლეოდა მნიშვნელოვანი საგარეო ხასიათის დავალებები. სავარაუდოდ ყორიასაულბაშებს ელჩებად აგზავნიდნენ მეზობელ ქვეყნებში. ეშიკაღასბაშის მოადგილე.