ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა საქვეყნო ხარჯის მოასილებისადმი, ბოდბელი ყმებისთვის შეწერილი ორმოცდახუთი ხარვარი პურის წმიდა ნინოს ეკლესიისთვის მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1783 წ. 9 სექტემბერი.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/63, გვ.16
მასალა

ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ლურჯი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოა (1783), ენკენისთვის თ (სექტემბრის 9)   

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ,-ში.

2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, 9,3x15,2, დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშნად ადგილ-ადგილ ნახმარია თითო წერტილი".

3.. დედანი, ხეც, Hd 14243.

4. მოასილი (იგივე მზევალი) - გადასახადების ამკრეფი, დაბალი ჩინის საპოლიციო აპარატის მოხელე, იასაულის მსგავსი, შედიოდა ეშიკაღასბაშის დაქვემდებარებაში.

5. ხარვარი/ხარვალი/ხალვარი - მარცვლეულის საწყაო, მარცვლეულის წონის ერთეული = ას ლიტრს, ანუ 10 კოდს.

6. კოდი – 1. მარცვლეულის საზომი ერთეული, წონა ათი ლიტრისა, უდრიდა ორ ფუთსა და ¼ ;  2.ხის დიდი ჭურჭელი დამზადებული გულამოღებული მორისაგან, იხმარებოდა მარცვლეულისა და ფქვილის შესანახად.