ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა თევდორე ხახანაშვილისა, შესყიდული ვენახის ნასყიდობის წიგნის დროზე მიცემის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა იასაულ გოგია თუხარელისადმი, მომჩივანისთვის ნასყიდობის სიგელის მიცემის და ვენახის ხელშეუხებლობის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1780 წ. 2 დეკემბერი.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/60, გვ.109
მასალა

ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ლურჯი მელნით და წითელი ფანქრით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩჰ  (1780), დეკემბრის ბ (2)   

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.

2. დედნის  აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, 20x10  cm ..დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშანი ნახმარი არ არის".

3. დედანი, ხეც. Hd 2938.

4. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც. ზოგჯერ დიდი მოხელეები ინიშნებოდნენ იასაულებად განაჩენის აღსასრულებლად.