ქაღალდი
ყვითელი ქაღალდი, შავი დიაგონალური ხაზებით დაწერილი ლურჯი მელანი
წერტილი ტექსტის ბოლოს
მოღწეულია სრულად, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონს უპდ (1796), დეკემბრის დ (4)
1. ამონაწერი ოქმიდან: "საქართველოს განწესება ასე არის ოცდაათი წელიწადი რომ ნასყიდი მამული სჭეროდეს და არ ედავნოს ვეღარ შეუვა…".
2. დოკუმენტი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.
3. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, 27x16,5 cm., დაწერილი მოლურჯო ქაღალდზე მხედრული ხელით, განკვეთილობის ნიშნად ადგილ-ადგილ ნახმარია თითო წერტილი".
4. პირი, ხეც, Hd 2982.
5. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო. საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულებად გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც