ქაღალდი
ქაღალდი ღია ყავისფერი, დაწერილი ლურჯი და წითელი ფანქრით
წერტილი ტექსტის ბოლოს
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონი უΩე (1777), იანვრის ლ (30)
1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.ში.
2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, 17,6x10 cm.. დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვთილობის ნიშნად ნახმარია თითო წერტილი რამდენიმე ადგილას", დედანი, ხეც, Hd 2060.
3. წისქვილი - ძლიერი სოფლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, უკვე XII ს-დან. წისქვილი განსაზღვრავდა სოფლის ეკონომიკურ სიძლიერეს. დიდ სოფლებში ზოგჯერ ორი ან სამი წისქვილი იყო და რამდენიმე სოფელს ემსახურებოდა. ამიტომ მეწისქვილეობა რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობა იყო. იგი მეტწილად თავისუფლდებოდა საფეოდალო და საეკლესიო გადასახადებისგან. სოფლის გაყიდვის ან შეწირვის შემთხვევაში, სათანადო საბუთში წისქვილი აუცილებლად აღინიშნებოდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მდინარე მტკვარზე გამართულ წისქვილებს.