ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა აღაიანში ჩასახლებული სახასო ყმებისა, გედევანიშვილების მიერ მამულის წართმევის თაობაზე. ოქმი ერეკლე II-ისა მცხეთის მოურავ დავით მაღალაშვილისადმი, პატრონებისთვის მამულის დაბრუნების და ხელშეუხებლობის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1788 წ. 15 სექტემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/65, გვ.132-133
მასალა

ქაღალდი თეთრი შავი ხაზებით, დაწერილი ლურჯი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

 მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოვ (1788); მკათათვის გ (ივლისის 3)   

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.

2. დედნის აღწერილობა გიორგი ბოჭორიძის მიერ: დედანი, 21x15 cm., დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით; განკვეთილობის ნიშნად ადგილ-ადგილ ნახმარია თითო წერტილი.

3. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.

4. სახასო (ყმა-მამული) -სამეფო სახლის საკუთრება, რომლის განკარგვა მხოლოდ მეფეს შეეძლო; ფეოდალის სახლის საერთო - საგვარეულო ქონება.