ქაღალდი
ქაღალდი თეთრი შავი ხაზებით, დაწერილი ლურჯი მელნით
წერტილი ორგან
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონს უΩე (1777), გიორგობის კა (ნოემბრის 21)
1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.
2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, 24,6x15,8 cm .. დაწერილი მოთეთრო ქაღალდზე მხედრულად ორი ხელით: პირველი - ომან ხერხეულიძის, ხოლო მეორე ირაკლი II-ისა; განკვეთილობის ნიშანი პირველ ნაწილში არ არის, მეორეში კი ყოველი სიტყვის შემდეგ თითო წერტილია ნახმარი".
3. ამონარიდი წერილიდან: ,,ზოგიერთი სიტყვა მოგვიტანეს შენი. იმ სიტყვის მომტანს ჩვენ ძალიან პრაწი დავატანეთ. შენ ჩვენგან ხათრიჯამი ხარ და ჩვენი ანბავი კარგად იცი, ვინც რა უნდა თქვას, ჩვენ არ დავიჯერებთ, რომ ჩვენი ერთგული და სამსახურის მცდელი ხარ ....მე ვგონებ რომ შენც მოგადგებოდენ და ეცდებოდენ როგორც რომ ჩვენ შემოგვიყენეს კაცი და შენი თავი დაგვაბეზღეს, შენც გეტყოდნენ რასმე ... რომ თუ ეთქვათ რამე ნუ დაგვიმალავ და ვინც ჩვენ გვითხრა არც ჩვენ შენ დაგიმალავთ ჰალბათ“.
4. მინაწერი: ,,ქ. ბეჟან ამილახორისშ[ვილს მ]უვიდეს".
5. დედანი, ხეც, Ad 1105.
6. ლაშქარნივისი – ,,საქართველოს სამხედრო კანცელარიის მოხელე, ლაშქრის მწერალი და ანგარიშის შემნახველი" - ჩამოყალიბდა ერეკლე II-ის მიერ ჩატარებული სამხედრო რეფორმების შედეგად; ევალებოდა მოსახლეობის აღწერა, ჯარში გასაყვანი მორიგეების სიების შედგენა; სამხედრო ხასიათის მიმოწერის წარმოება, ჯარისთვის ჯამაგირის გაცემა; XVIII ს-ში ქართლ-კახეთის სამეფოში ექვსი ლაშქარნივისი ყოფილა.