ქაღალდი
ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ლურჯი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უÁთ (1781), ივნისის იდ (14)
დედოფალი დარეჯანი, ბატონიშვილები: გიორგი და ვახტანგი
1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.
2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ..დედანი, 53x35,4 cm.. დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით; განკვეთილობის ნიშნად ადგილ-ადგილ ნახმარია თითო წერტილი".
3. დედანი, ხეც, Hd 10900.
4. ეშიკაღასბაში ხალვათხანის - (ხალვათხანა - ხელოსნების უბანი, სადაც ძირითადად თიხის ჭურჭელს ამზადებდნენ, თიხის ქარხანა). თიხის ჭურჭლის ქარხნის ზედამხედველი და გადასახადების ამკრეფი.ყოფილა ხალვათხანის ორი ეშიკაღასბაში.
5. ეშიკაღასბაში - იგივე მანდატურთუხუცესი მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა განაჩენების სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტული ყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და არმის/სასახლის (ორი). ეს ტერმინი XVII ს-ში მეფე როსტომმა შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.