ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა მიშკარბაშ იოსებისადმი სარაიდრების: სტეფანე და ფარსადანის მიერ კალატოზებთან ერთად ქალაქის გალავნის დაზიანებული ადგილების შეკეთების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1796 წ. 18 თებერვალი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/70, გვ.58
მასალა

მოთეთრო ქაღალდი, დაწერილი ლურჯი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობვაში

მითითებული თარიღი

 ქორონიკონი უპდ (1796), თებერვლის იჱ (18) 

ბეჭედი
შენიშვნა

1. დოკუმენტი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1933-1936 წწ.-ში.

2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: "დედანი, 21,2x 17,4  cm., დაწერილი ლურჯ ქაღალდზე მხედრული ხელით, განკვეთილობის ნიშნად ხშორად ნახმარია თითო წერტილი".

3. ამონარიდი ბრძანებიდან: "უნდა წაიყვანო და მიხვიდეთ ქალაქის გალავანს შემოუაროთ, საცა კედლები დაქცეულები არის, ის უნდა კალატოზების საზომის იარაღებით გააზომინო და როგორც უნდა აშენება ის უნდა ზომით სწორეთ შეიტყოთ და დასწეროთ და ისე უნდა გაკეთდეს“.

4. დედანი, ხეც, Hd 24.

5. მისკარბაში/მიშეკარბაში/მირიშქარი - სამეფო ნადირობის უფროსი, მთავარი ეგერი; XI-XII სს.-ში ეწოდებოდა მონადირეთუხუცესი. იგი ზოგჯერ სარდლის მოვალეობასაც ასრულებდა

6. სარაიდარი - სასახლის მშენებლობის ზედამხედველი; შენობის მომწესრიგებელი;  ხუროთმოძღვარი