ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განაჩენი მდივანბეგების მდივან გორჯასპი თუმანიშვილის და ხითარაანთ ისაია გასპარაშვილის სადავო ყმობის საქმეზე, დამტკიცებული ერეკლე II-ის მიერ

საუკუნე
XVIII
წელი
1762 წ. 7 დეკემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/53, გვ.23-24
მასალა

ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი ლურჯი მელნით 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უნ (1762), დეკემბრის ზ  (7)

დამტკიცება

ერეკლე II, მდივანბეგი ფარსადან ციციშვილი, მდივანი ედიშერი

ბეჭედი
გამოცემები

1. საქართველოს სიძველენი, ტ.III, 1910 წ. გვ.465-466

2. ისიდორე დოლიძე. ქართული სამართლის ძეგლები,, ტ.IV, 1972 წ. გვ.486-487

შენიშვნა

1. განაჩენში განხილულია ისაია ხითარიშვილის დაგირავებული სახლის თამასუქის განაღდების საკითხები.

2. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.

3. დედნის აღწერა  გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დეედანი, ზომა 42X15,2, დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშნად ყოველი სიტყვის შემდეგ  ნახმარია თითო წერტილი", დედანი, ხეც.Hd148.

4. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) -  სამეფოს უმაღლესი მსაჯული, უფროსი მოსამართლე; სასამართლოს თავმჯდომარე, მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა.

5. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში.  მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.