ქაღალდი
ქაღალდი ღია ყავისფერი, დაწერილი ლურჯი მელნით.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონსა ულთ (1751), ღვინობისთვის იდ (ოქტომბრის 14).
ერეკლე II, თეიმურაზ II
1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1933-1936 წწ.-ში.
2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: დედანი, ზომა 21,8X16, დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით, განკვეთილობის ნიშნად ყოველი სიტყვის შემდეგ ნახმარია ორ-ორი წერტილი", ხეც.Hd6429.
3. დარბაზი - მეფის სათათბირო, შედგებოდა დიდი მოხელეებისა და ფეოდალებისაგან. დარბაზის შემადგენლობა განსაზღვრული არ იყო, რაოდენობა მეფეზე იყო დამოკიდებული. იგი სასამართლოს ფუნქციასაც ასრულებდა. განსაკუთრებული მძიმე საქმეები დარბაზში ირჩეოდა მეფესთან ერთად. უმეტესად შედგებოდა ხუთი წევრისაგან: მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი, ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი და მეჭურჭლეთუხუცესი.
4. დარბაზბატონი - დიდმოხელე, მეფის სათათბიროს წევრი, რომელიც ზოგჯერ ხელმძღვანელობდა თათბირის მიმდინარეობას.
5. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი. აღა - ბატონი, ბაში - თავი) – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და არმის/სასახლის (ორი). ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი. ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.
6. ნაიბეშიკაღასბაშის - ეშიკაღასბაშის მოადგილე. ეშიკაღასბაშს რამდენიმე მოადგილე ჰყავდა.