ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

წერილი ერეკლე II-ის მინბაშ დავით [საამიშვილისადმი], ავადმყოფობის გამო მასთან ექიმის გაგზავნისა და ომარ ხანის ჯარის გადაადგილების შეტყობინების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1787 წ. 3 ოქტომბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/65, გვ.105
მასალა

ქაღალდი თეთრი, დაწერილი ლურჯი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

 მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოე (1787), ოქტომბრის გ (3) 

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.

2. დედნის აღწერა  გიორგი ბოჭორიძის მიერ: დედანი, 22,8x12,4  cm., დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით; განკვეთილობის ნიშნად ადგილ-ადგილ ნახმარია თითო წერტილი".

3.  დედანი, ხეც, Ad 1563.

4. მიმბაში (თურქ.) - ათასისთავი, ციხისთავი მინბაში თავისი შინაარსით ციხის უფროსს, ციხის თავს ნიშნავს. მათ მეციხოვნეები ექვემდებარებოდნენ.  მინბაშის უპირველესი ამოცანა იყო ციხე-სიმაგრე მოემარაგებინა მცველებით, იარაღით, პროდუქტებით. მინბაში მეფის შემდეგ ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ციხისა. ,,მინბაშს" ქართული ტერმინი ციხისთავი არ განუდევნია  და საბუთებში ხშირად გვხვდება ორივე სახელი.  XVIII-ის  II ნახ.-ში მისი მნიშვნელობა შეიცვალა და როცა ერეკლე II-ემ მორიგე ჯარი შექმნა, ჯარის  უფროსებად მინბაშები  დააყენა, ერეკლემ მათ დაავალა მორიგე ჯარის გაწვრთნა და ჯარში წესრიგის დაცვა. მაშასადამე მინბაშები ციხის უფროსობის გარდა  ჯარის სამხედრო მეცადინეობასაც ხელმძღვანელობდნენ. ისინი სამეფო სამხედრო უწყების მოხეელები და საპატიო მოხელეებად ითვლებოდნენ. მინბაში ზოგჯერ  ქალაქის კომენდანტადაც ინიშნებოდა.