ქაღალდი
ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი ლურჯი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ჩღოჰ (1778), ივლისის იბ (12)
1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.
2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, 20x16,3 cm..დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშანად ადგილ-ადგილ ნახმარია თითო წერტილი", დედანი, ხეც, Ad 120.
3. გვიანდელი სათაური: ,,წიგნი მეფისა ირაკლისა, დოდოს მონასტრის სამკაულისა“.
4. გუჯარი (არაბ.) - მეფის, დიდი მოხელის ან სასულიერო უმაღლესი პირის მიერ გაცემული საბუთი, რომელშიც განსაზღვრული იყო ეკლესიის მეურნეობითვის სავალდებულო წესები. XII ს-ში საბუთის ერთ-ერთი სახეობის აღმნიშვნელი ტერმინი; შემდეგში იგივეა რაც სიგელი.
5. ოქმი - მეფის ბრძანება, განკარგულება; მეფის ბრძანება საჯაროდ გამოცემული, რომლითაც განისაზღვრებოდა ქალაქის გადასახადების წესრიგი, ან მოხელისთვის თანამდებობის წყალობა. კერძო პირთათვის დაწერილი საბუთი სხვადასხვა საკითხებზე ნებართვის გაცემის შესახებ.